03/05/2024
Latest:
საზოგადოება

გაზგასამართ სადგურებზე გაზი გაიაფდა

გაზგასამართ სადგურებზე კომერციული გაზი გაიაფდა. საკუთარ ქსელში გაზის ტარიფი გააიაფეს ბუნებრივი გაზის რეალიზატორმა კომპანიებმა.

როგორც ”ფორტუნას” კომპანია ”ნეოგაზში” განუცხადეს, მათ ქსელში გაზის ტარიფი 1,30 ლარი იყო, დღეის მდგომარეობით კი ფასები 1,10-დან 1,20 ლარამდე მერყეობს. მათივე ცნობით, კომპანია საქართველოს მასშტაბით 19 ავტოგაზგასამართ სადგურს ფლობს და ბუნებრივი გაზი სახვადასხვა სადგურში სახვადასხვა ფასით იყიდება.

გაზის ტარიფი გააიაფა ”გამაგაზმაც”. როგორც კომპანიაში აღნიშნავენ, მათ ქსელში ბუნებრივი გაზი 1,22 ლარი ღირდა, ამჟამად კი 1,10 ლარად იყიდება.

ბენზინის გაიაფებამ  ავტოგაზზე მოთხოვნა 35-40%-ით შეამცირა.  კომპანიები გაზის გაიაფებას აქამდე ვერ ახერხებდნენ, რადგან “სოკარისგან” გაზის შესასყიდი ფასი მაღალი იყო. აზერბაიჯანულმა კომპანიამ აპრილიდან ე.წ. კომერციული გაზის ფასი ათას კუბურ მეტრზე 35-40 დოლარით შეამცირა. შესაბამისად, კომპანიებს გაზის გაიაფების შესაძლებლობა გაუჩნდათ.  ვარაუდობენ, რომ ახლო მომავალში, გაზის ფასი ავტომობილებისთვის, დაახლოებით 10 თეთრით შემცირდება.

წყარო: fortuna.ge