“საარჩევნო კამპანია ექსცესების გარეშე მიმდინარეობს”
საარჩევნო კამპანია ერთი თვეა ყოველგვარი ექსცესების გარეშე მიმდინარეობს. მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ პარტიები შეძლებენ საკუთარი ემოციები გვერდზე გადადაონ და ჩავატაროთ ნამდვილად ღირსეული არჩევნები, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
მთავრობის მეთაური გამოეხმაურა საარჩევნო საკითხებზე მომუშავე უწყებათოშორისი კომისიის სხდომას, რომელიც დღეს არის ჩანიშნული.
„დღეს ტარდება პირველი უწყებათაშორისი კომისიის სხდომა, რომელსაც იუსტიციის მინისტრი ხელმძღვანელობს. მოგეხსენებათ, რომ საარჩევნო კამპანია უკვე ერთი თვეა მიმდინარეობს ყოველგვარი ექსცესების გარეშე და მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ მათ შორის ამ კომისიის სხდომის მეშვეობითაც პარტიები შეძლებენ საკუთარი ემოციები გვერდზე გადადონ და ჩვენ ჩავატაროთ ნამდვილად ღირსეული არჩევნები. სხდომის მუშაობას ექნება ძალიან დიდი მნიშვნელობა იმისთვის, რომ ეს პროცესი მაქსიმალურად კომფორტულად წარიმართოს ყველა სუბიექტისთვის. მე მინდა, თეა წულუკიანს წარმატება ვუსურვო დღევანდელ სხდომაზე“, – განაცხადა პრემიერმა.