24/02/2024
Latest:
საზოგადოება

“რატომ აირჩია რულოვსმა სამეგრელო? იმიტომ, რომ იქ ეგულება „ნაციონალების” ბუდე”

„რატომ ჩადის მაინცდამაინც სამეგრელოში სანდრა რულოვსი? იმიტომ, რომ იქ არის ბუდე ახალაიების, კოდუების, მეგის ქარდავების და სწორედ სამეგრელოში უნდა მას ქაოსის შექმნა”, – ამის შესახებ კინორეჟისორმა გოგა ხაინდრავამ „კვირას” პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ხაინდრავა რულოვსის სამეგრელოში წამოწყებულ საარჩევნო კამპანიას მიზანმიმართულ პროვოკაციას უწოდებს.

„რატომ აირჩია რულოვსმა სამეგრელო? იმიტომ, რომ იქ ეგულება „ნაციონალების” ბუდე – კოდუების, ახალაიების მხარდამჭერები, ასევე მეგის ქარდავების. იქ ეგულება მას დასაყრდენი, ვერ დავიჯერებ, რომ სანდრა რულოვსი საქართველოს პრობლემებმა შეაწუხა, დავიჯერო, რომ მის სამშობლოს ჰოლანდიას ან უკრაინას არ აქვს პრობლემები?  ჩავიდეს თავის ქმართან, პრობლემები დღეს უკრაინას აქვს თუ აქვს”, – განაცხადა ხაინდრავამ „კვირას” პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.