23/05/2024
Latest:
საზოგადოება

საერთაშორისო პიარ ექსპერტი საქართველოს პიარის შესახებ

საქართველოში რამდენიმე დღით ჩამოსული ჰოლანდიელი პიარ ექსპერტი სანდერ  შხრუვერსი ქართველ კოლეგებს ცოდნას და გამოცდილებას უზიარებს..

გამოცდილებას, რომელიც 25 წლიანი მოღვაწეობის მანძილზე დააგროვა სხვადასხვა ქალაქებში, მათ შორის: ტოკიო, მილანი, მაიამი, პარიზი, ბერლინი, ამსტერდამი, ბრიუსელი.. სხვადასხვა ქვეყნებში პიარის განვითარების ხელშეწყობისთვის კი 80-მდე წიგნი დაწერა, რომელშიც საერთაშორი გამოცდილება მოაქცია.

სანდერ შხრუვერსი საქართველოში არსებულ რეალობას აფასებს და საინტერესო რჩევებზე საუბრობს:

–  მისტერ სანდერ, მადლობა ინტერვიუზე დათანხმებისთვის. მოკლედ, რომ გვითხრათ თქვენი მისიის შესახებ საქართველოში?

–  ბევრ ქვეყანაში ვმუშაობ,  მაგრამ საქართველო განსაკუთრებულად მომწონს. რთულია ავხსნა რატომ. ხალხი, ტრადიციები, ბუნება – ეს უბრალოდ შესანიშნავია. მე და ჩემმა კოლეგამ გადავწყვიტეთ, ჩვენი წვლილი შევიტანოთ საქართველოს პიარის განვითარებაში. ეს არის კონტრიბუცია ჩვენი მხრიდან, ჩვენ   საქართველოში პირველად ვატარებთ მასტერკლასებს პიარისა და მარკეტინგის მნიშვნელოვან საკითხებზე.

–  შეგვიძლია ვისაუბროთ განსხვავებაზე სქართველოს პიარსა და სხვა ქვეყნების პიარს შორის?

 – პიარი საქართველოში ძალიან გაქვს პიარს იტალიაში და ამავე დროს ძალიან განსხვავდება გერმანიის, შვედეთის, ირლანდიის პიარისგან. საქართველოში ჯერ კიდევ ძალიან გლობალურად განიხილავთ ამ სფეროს.  ვესაუბრე ერთ-ერთ ქართველ პიარ სპეციალისტს, რომელიც ამერიკაში მოღვაწეობს და მან ძალიან კრიტიკულად შეაფასა საქართველოს რეალობა. არ ვეთანხმები ამ დოზით კრიტიკას. მე უფრო მეტ შესაძლებლობას ვხედავ ამ ქვეყანაში. მთავარია კარგად განისაზღვროს პიარის ნიშა და სპეციფიკა. არ უნდა შეხედოთ მას, როგორც გლობალურ საკითხს.  3-5 წელიწადში მნიშვნელოვანი ცვლილებები გექნებათ.

–  როგორ ან ვინ უნდა შეცვალოს ეს დამოკიდებულება პიარის მიმართ?

– ახალი თაობა მოდის ახალი ინსპირაციით, ახალი ენერგიით. მათ აქვთ რესურსი გამოიყენონ თანამედროვე წიგნები, ვებსაიტები და აირჩიონ სწორი მიმართულება. ეს ახალი მსოფლიოა, ეს ახალი შესაძლებლობაა და საქართველო კარგ პოზიციაზე დგას.  საქართველოს პიარი წარმოუდგენლად ახალგაზრდაა, 15 წელი ძალიან ცოტაა.  ჩემს ქვეყანაში 25 წლისა ეს დისციპლია და ყოველდღიურად ვვითარდებით. საჭიროა ბალანსის შენარჩუნება, ბევრი მუშაობა, ფოკუსირება კონკრეტულზე და აუცილებლად გამოვა.

საქართველოს რეალობაში პიარისა და მარკეტინგის გამიჯვნა  საკმაოდ რთული საკითხია, ხშირად ეს 2 სპეციალობა ერთ მთლიანად აღიქმება, უკეთეს შემთხვევაში მარკეტინგი ასრულებს პიარის ფუნქციას და პიარი მხოლოდ მედიასთან ურთიერთობით იფარგლება…

– რა თქმა უნდა, პიარი და მარკეტინგი 2 სხვადასხვა დისციპლინაა. მარტივად გეტყვით, დახაზეთ 2 ურთიერთგადამკვეთი წრე და ჩაწერეთ განმასხვავებელი და საერთო მახასიათებლები.  ნათლად დაინახავთ მათ შორის სხვაობას. მარკეტინგი არ არის კარგი პიარი,  ეს არის კარგი გაყიდვები და რეკლამა.

კარგი განათლება, მაღალკვალიფიციური კურსები, თანამედროვე ლიტერატურა და ახალგაზრდების სწორი მიმართულებაა საჭირო და ეს საკითხი აღარ იქნება სადაო. პიარის განვითარება საინტერესო პროცესია და საქართველოს აქვს პოტენციალი 3-5 წელიწადში კარგ შედეგს მიაღწიოს.

–  საინტერესო იქნება თქვენი მოსაზრება, რა უნარებს და კომპეტენციებს უნდა ფლობდეს კარგი პიარ სპეციალისტი?

–  დამოკიდებულია კომპანიაზე, რომელშიც მუშაობთ და ბაზარზე, ვისთვისაც მუშაობთ. მაგრამ მთავარი ყველასთვის ერთია, პიარ სპეციალისტი  ხალხს უნდა ესაუბროს,  ოპერატიული უნდა იყოს, შეეძლოს იფიქრო ის, რასაც სხვები ფიქრობენ, კარგად უნდა გააცნობიეროს პიარის დანიშნულება,  მოქნილობა და კრეატიულობა მნიშვნელოვანია, რომ განსხვავებული სიტუაციის შესაბამისად მოქმედება შეძლოს. მთავარი კი ის არის, რომ აღმოაჩინოთ რამდენად საინტერესოა ეს სფერო.

–  როგორია თქვენი სამომავლო გეგმები საქართველოსთან დაკავშირებით?

– როგორც გითხარით, შეყვარებული ვარ თქვენს ქვეყანაზე. მას გააჩნია პოტენციალი, რომელსაც განვითარება სჭირდება  და მე მინდა ამ პროცესში მონაწილეობა მივიღო. ჩემს კოლეგასთან ერთად ვმუშაობ კონკრეტულ გეგმებზე.

[wpolling id=”8″ width=”” height=””]

PRweek.ge