მსოფლიო

Samsung 5 წელიწადში სმარტფონების ბაზარს დატოვებს

ცნობილი ანალიტიკოსის ბენ ბაჯარინის ვარაუდით, სამხრეთ კორეული ტექნოლოგიური გიგანტი მობილური ტელეფონების ბაზარზე 5 წელზე მეტს ვერ გაძლებს. ანალიტიკოსი თვლის, რომ კომპანია Samsung -ზე ზეწოლას ერთი მხრივ ჩინური Huawei და Xiaomi, მეორე მხრივ კი პრემიალური ბრენდი Apple ახდენენ, რამაც Samsung -ის წილი მსოფლიო ბაზარზე საგრძნობლად შეამცირა.

სექტემბერში გახდა ცნობილი, რომ კომპანია თანამშრომლების 10 % შემცირებას აპირებს. ბაჯარინი დარწმუნებულია, რომ ამ ბედს არ გაიზიარებს კომპანია Apple, რადგან ის iOS -ზე მომუშავე სმარტფონების ერთადერთი მწარმოებელია და მას არ უნდა ეშინოდეს კონკურენტი კომპანიების, რომლებიც უფრო დაბალფასიან ანალოგიურ პროდუქციას ამზადებენ.

[wpolling id=”9″ width=”” height=””]