მსოფლიო

Samsung-მა კონტაქტური ლინზა დააპატენტა რომელზეც კამერაა დამაგრებული

კონტაქტური ლინზა, რომელიც ფოტო თუ ვიდე გადაღებას მოახდენს მალე რეალობა იქნება.

კომპანია Samsung-მა კონტაქტური ლინზები დააპატენტა, რომელზეც მინი კამერაა დამაგრებული. როგორც Sammobile წერს, Samsung-მა კონცეფციაზე მუშაობა 2014 წელს დაიწყეს.

ანალოგიურ პროექტზე მაშინ მუშაობდა კორპორაცია Google-ც. პატენტის მიხედვით, ლინზა კამერის გარდა აღჭურვილია სპეციალური გადამცემებით, რომელიც თვალის გარკვეული მოძრაობით მათ მოქმედებაში მოიყვანს და ამის შემდეგ დაიწყება გადარება. მასალა კი საბოლოოდ სმარტფონს ან პლანშეტს მიეწოდება.