05/05/2024
Latest:
საზოგადოება

რომანოვების სასახლის რეაბილიტაციის პროცესი ღია და გამჭვირვალე იქნება

„საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელი დირექტორი მზდყოფნას აცხადებს რომანოვების სასახლესთან დაკავშირებული ყველა მნიშვნელოვანი საკითხი დარგის სპეციალისტებთან და დაინტერესებულ ორგანიზაციებთან განიხილოს.

ფონდმა სპეციალური განცხადება  საყდრისის დაცვის საზოგადოებრივი კომიტეტის მოთხოვნის საპასუხოდ გაავრცელა. კომიტეტი მოითხოვს  სასახლე სამართავად გადაეცეს ეროვნულ მუზეუმს და ამასთან გასაჯაროვდეს დოკუმენტები, რის საფუძველზეც განხორციელდა სასახლის ფონდის მმართველობაში გადაცემა.

„პროექტის განხორციელების პროცესი იქნება ღია და გამჭვირვალე, რადგან გაცნობიერებული გვაქვს ძეგლის კულტურული ღირებულება, მისი ისტორიული მნიშვნელობა და მის მიმართ ფართო საზოგადოების ინტერესი. რაც შეეხება საყდრისის დაცვის საზოგადოებრივი კომიტეტის მოთხოვნას,  რომანოვების სასახლე სამართავად გადაეცეს ეროვნულ მუზეუმს, ეს საკითხი საპარტნიორო ფონდის კომპეტენციას სცილდება“,- ნათქვამია ფონდის განცხადებაში.

შეგახსენებთ, ბორჯომ-ლიკანის ტერიტირიაზე მდებარე რომანოვების სასახლისა და ყოფილი  სამთავრობო რეზიდენცია 25 წლიანი მართვის უფლებით გადაეცა „საპარტნიორო ფონდს“.

ფონდს დაევალა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოსთან ერთად, განახორციელოს რომანოვების სასახლის რესტავრაცია/რეაბილიტაცია და განვითარება.

რესტავრაცია/კონსერვაციის პროექტის მომზადებაში ჩართულნი იქნებიან მაღალი კვალიფიკაციის მქონე შესაბამისი დარგის სპეციალისტები. რესტავრაციის შემდეგ დაცული იქნება ობიექტის ძეგლის სტატუსი.

შემუშავდება მიმდებარე ტერიტორიის 7 ჰექტარი პარკის განვითარების გეგმაც.

წყარო: gbc.ge