03/05/2024
Latest:
ეკონომიკა

საქართველო 100-ზე მეტი ჰიდროელექტროსადგურის პროექტის განხორციელებას გეგმავს

დღეისათვის, საქართველოში, განხორციელების სხვადასხვა ეტაპზეა 119 გენერაციის ობიექტის პროექტი.

ამის შესახებ ინფორმაცია ენერგეტიკის სამინისტრომ გამოაქვეყნა. წინასწარი მონაცემებით, აღნიშნული პროექტების საინვესტიციო ღირებულება 7,678 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს.
მოცემული 119 ენერგოპროექტიდან, უმეტესობა არის ჰიდროელექტროსადგურების პროექტები.

ამჟამად, ლიცენზირებისა და მშენებლობის ეტაპზეა 27 ჰიდროელექტროსადგურის პროექტი, ჯამური დადგმული სიმძლავრით 1869 მგვტ, ხოლო წლიური გამომუშავებით 6,236 მლრდ კვტ.სთ. ლიცენზირებისა და მშენებლობის ეტაპზე არსებული პროექტების ჯამური საინვესტიციო ღირებულება 3,23 მილიარდ აშშ დოლარს აჭარბებს.

უდიდესი ჰიდროელექტროსადგური, რომელიც იმყოფება ლიცენზირების ეტაპზე – ესაა უდონჰესი, რომელიც მდინარე ენგურზე უნდა აშენდეს. აღნიშნულ პროექტს ახორციელებს კომპანია “ტრანს_ელექტრიკა‬ ჯორჯია”.

ხუდონჰესის დადგმული სიმძლავრე 702 მეგავატი იქნება, წლიური გამომუშავება კი 1,5 მლრდ კვტ.სთ.

ყველა სხვა დანარჩენი პროექტი არის კვლევის ეტაპზე.

ცნობისთვის, 2015 წელს, საქართველოში 10,83 მილიარდი კვტ.სთ ელექტროენერგიიის წარმოება მოხდა. ასევე განხორციელდა ელექტროენერგიის იმპორტიც, რომლის მოცულობამ 700 მლნ კვტ.სთ შეადგინა.