06/05/2024
Latest:
ეკონომიკა

საქართველოში ნავთობპროდუქტების უმსხვილესი იმპორტიორი რუმინეთია

საქართველოში ნავთობპროდუქტების უმსხვილესი იმპორტიორი ქვეყანა რუმინეთია.

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის მონაცემებით, ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტის ყველაზე დიდი მოცულობა, 22% ანუ 25,6  ათასი ტონა სწორედ რუმინეთიდან შემოვიდა.

მეორე ადგილზეა ბულგარეთი – 24,6 ათასი ტონა (21,3%),  აზერბაიჯანი  – 21,4 ათასი ტონა (18,5%), თურქმენეთი – 19,0 ათასი ტონა (16,4%),   რუსეთი  – 14,1 ათასი ტონა (12,2%),  საბერძნეთი –  5,0 ათასი ტონა (4,3%), იტალიიდან – 4,9 ათასი ტონა (4,2%), უკრაინა – 1,0 ათასი ტონა (0,9%).

წყარო: BPI