08/05/2024
Latest:
მსოფლიო

შანჰაიში მსოფლიოს მეორე უმაღლესი ცათამბჯენი აშენდა

მშენებლობის დაწყებიდან ექვსი წლის შემდეგ, შანჰაიში დასრულდა ჩინეთში უმაღლესი, მსოფლიოში კი მეორე უმაღლესი ცათამბჯენის, „შანჰაი ტაუერის“ აღმართვა. შენობის სიმაღლე 632 მეტრია და მისი აგება სულ 2.4 მილიარდი ამერიკული დოლარი დაჯდა. ცათამბჯენს ხრახნისებრი დიზაინი აქვს და ძირიდან კენწერომდე, 120 გრადუსით არის „მოგრეხილი“. ასეთი დიზაინი იმისთვის შეირჩა, რომ შენობის სტრუქტურაზე ძლიერი ქარის ზეწოლა შემცირებულიყო.

შანჰაიში მსოფლიოს მეორე უმაღლესი ცათამბჯენი აშენდა

„შანჰაი ტაუერი“ საერთაშორისო კომპანია „გენსლერმა“ ააშენა. ცათამბჯენს მსოფლიოში მეორე უმაღლესის წოდება, მაღალი შენობების და საქალაქო დასახლებების საბჭომ (CTBUH) ოფიციალურად მიანიჭა. უმაღლესი ცათამბჯენის წოდებას კვლავაც ინარჩუნებს დუბაის „ბურჟ ჰალიფა“, რომლის სიმაღლე 829 მეტრია. თუმცა 2020 წელს, უმაღლესის წოდება „ჯედა ტაუერს“ (ჯედა, საუდის არაბეთი) მიეკუთვნება, რომლის საპროექტო სიმაღლე 1008 მეტრია.

შანჰაიში მსოფლიოს მეორე უმაღლესი ცათამბჯენი აშენდა

შანჰაიში მსოფლიოს მეორე უმაღლესი ცათამბჯენი აშენდაახალი ცათამბჯენი, შანჰაის ლუძიაზუის საფინანსო ცენტრის არეალში აშენდა. სულ რაღაც ოცი წლის წინათ, ამ ადგილზე სასოფლო-სამეურნეო სავარგულები იყო. იქაური ნიადაგი ძირითადად თიხნარია, რის გამოც, საძირკვლის სტრუქტურაში, 1079 ცალი რკინა-ბეტონის ხიმინჯის დაყენება გახდა საჭირო. ფუნდამენტის ჩასხმის პროცესში, რომელიც 63 საათს გაგრძელდა, ათეულობით მეტონმზიდი ავტომობილი მონაწილეობდა, რომლებიც სტრუქტურაში ბეტონის უწყვეტ ჩასხმას უზრუნველყოფდნენ.

ცათამბჯენს 128 სართული აქვს. მისი სართულების ჯამური ფართობი 420 000 კვადრატული მეტრია. ყველაზე მაღალი სათავსი 561.3 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს. შენობას „მიცუბიში ელექტრიკის“ წარმოების 106 ჩქაროსნული ლიფტი ემსახურება, რომელთა სიჩქარეც 64 კმ/სთ-ს (წამში 18 მეტრს) აღწევს. როგორც „გენსლერი“ აცხადებს, შენობის გრეხილი დიზაინი, მასზე ქარის ზემოქმედების ძალას, დაახლოებით 24 პროცენტით ამცირებს.

შანჰაიში მსოფლიოს მეორე უმაღლესი ცათამბჯენი აშენდაშენობას გარედან შუშის გარსი აკრავს, რომელიც შიგნით მზის სხივების მაქსიმალურ შეღწევას უზრუნველყოფს. ამასთან, შენობის შიდა გარსიც გამჭვირვალეა. ცათამბჯენის შიდა სივრცე, 9 ზონად არის დაყოფილი. მათ ვიზიტორებისთვის, საზოგადოებრივ ზონებად გამოიყენებენ. ყოველ მათგანს აქვს ატრიუმი, ბაღები, კაფეები, რესტორნები და დასასვენებელი სივრცეები. რაც მთავარია, იქიდან ქალაქის 360-გრადუსიანი ხედი იშლება. ცათამბჯენს დღეში დაახლოებით 16 000 ადამიანის მიღება-მასპინძლობა შეუძლია.

შუშის გარსის წყალობით, შენობის განათებისთვის ნაკლები ელექტრო ენერგიაა საჭირო. ნაკლები ენერგია დაიხარჯება გათბობაზეც. შენობის სტრუქტურაში 270 ცალი ქარის ტურბინაა განლაგებული, რომელთა მიერ გამომუშავებული ელექტრო ენერგიაც, გარე განათებას ხმარდება. შენობის სტრუქტრურას ასევე აქვს სადინარები, რომლებიც წვიმის წყალს დიდი ზომის ავზებში აგროვებს. ამ წყალს კი ჰაერის კონდიცირების და გათბობის სისტემებში იყენებენ.

შანჰაიში მსოფლიოს მეორე უმაღლესი ცათამბჯენი აშენდა შანჰაიში მსოფლიოს მეორე უმაღლესი ცათამბჯენი აშენდა