შემოდგომიდან საქართველოში “საჰაერო ტაქსები” იფრენს
“აჭარა ჯგუფი” ლოგისტიკის მიმართულებით აქტიურდება
კომპანიის მარკეტინგისა და ბიზნესის განვითარების დირექტორის, ოთო ბერიშვილის განცხადებით, საჰაერო ტაქსი საქართველოში “ავიატორის” სახელით იფრენს.
მისივე ცნობით ამერიკიდან უკვე შეიძინეს რვა ადგილიანი beechcraft, რომელიც უკვე საქართველოშია.
საჰაერო ტაქსი იფრენს ყაზბეგის, ბათუმის, სვანეთის და სხვა მიმათულებით, სადაც აეროდრომის შესაძლებლობაა. ამასთანავე ბერიშვილის ცნობით, ჯგუფი მუშაობს საქართველოში აეროდრომების განვითარებაზეც.
რაც შეეხება მომსახურების ღირებულებასა და საინვესტიციო თანხებს, ბერიშვილი ამ ეტაპზე ვერ აკონკრეტებს, თუმცა აღნიშნავს, რომ თვითმფრინავის შესაძენად თანხები “საქართველოს ბანკიდან” მოიზიდეს, დანაჩენ ინვესტიციას ჯგუფი საკუთარი სახსრებით ახორციელებს.
წყარო gbc.ge