02/05/2024
Latest:
მსოფლიო

SOCAR–ი მონტენეგროს კურორტში ათობით მილიონ ევროს დებს

აზერბაიჯანულმა კომპანია SOCAR–მა მონტენეგროს კურორტის მშენებლობაში 200 მილიონ ევროზე მეტი თანხა ჩადო. ამის შესახებ გამოცემა bne IntelliNews–თვის მიცემულ ინტერვიუში  ჩერნოგორიის პრეზიდენტმა ფილიპ ვუიანოვიჩმა განაცხადა.

მისი თქმით, ბოკო–კოტორის ყურე, რომლის სანაპიროზეც კურორტი შენდება, მონტენეგროში ერთერთი ყველაზე ლამაზი ადგილია.

„500 მილიონი ევროს ღირებულების კურორტი ყოფილი სამხედრო ბაზის ტერიტორიაზე განთავსდება. SOCAR–მა მასში უკვე ჩადო 200 მილიონ ევროზე მეტი. ჩვენ ველოდებით, რომ კურორტი 2017 წლის ბოლოსთვის გაიხსნება,“ – განაცხადა პრეზიდენტმა.

პროექტი 2014 წელს დაიწყო და მისი პირობების თანახმად, SOCAR–ი 90–წლიანი იჯარით აიღებს ტერიტორიას, რომელზეც Orjenski–ს ყაზარმებია. არენდატორს აქვს უფლება, შექმნას კომპანია მონტენეგროში, რომელსაც ყველა შესაბამისი ვალდებულება და უფლება გადაეცემა. კომპანია ყველა ვალდებულების მიმართულებით სრულ პასუხისმგებლობას აიღებს.

კომპანიას ეკისრება ვალდებულება, კურორტის განვითარებაში სულ მცირე 52 მილიონი ევრო ჩადოს პირველი 4 წლის განმავლობაში.

წყარო: commersant.ge