07/05/2024
Latest:
მსოფლიო

უკრაინამ რუსეთისგან ბუნებრივი აირის ყიდვის მოცულობა შეამცირა

უკრაინამ, რუსეთისგან ბუნებრივი აირის ყიდვის მოცულობა შეამცირა. მიღებული გაზის მოცულობა, უკრაინას მხოლოდ 14 ნოემბრამდე ეყოფა, – აღნიშნულის შესახებ, “გაზპრომის” დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე ალექსეი მილერმა განაცხადა.

მილერის თქმით, კიევმა, რუსეთისგან ნაყიდი ბუნებრივი აირის მოცულობა 10 მილიონი კუბომეტრით შემაცირა, რისი მიზეზიც “ნაფტოგაზის” ფინანსური დეფიციტი გახდა. აგრეთვე, უკრაინა ევროპის გაზსაც შემცირებული მოცულობით ყიდულობს.

“ამგვარად, აღნიშნული მოცულობის გაზი, უკრაინას მხოლოდ 4 დღით ეყოფა, შაბათიდან 14 ნოემბრამდე”, – აცხადებს მილერი.

12 ოქტომბერს “გაზპრომმა” აღადგინა უკარინისათვის ბუნებრივი აირის მიწოდება. მაშინ მილერმა განაცხადა, რომ უკრაინამ “მიწოდების მაქსიმალური რეჟიმი” ითხოვა, რაც დღეში 114 მილიონ კუბომეტრს გულისხმობდა. 2015 წლის მეოთხე კვარტალში, რუსული გაზის საფასური უკრაინისთვის 228-232 აშშ დოლარია ათასი კუბომეტრი გაზისთვის.

ამასთან, ნოემბრის დასაწყისში, უკრაინის პრემიერმინისტრმა არსენი იაცენუკმა განაცხადა, რომ უკრაინას ესაჭიროება დამატებით 5 მილიარდი კუბომეტრი გაზი, რათა სრულყოფილად შეასრულოს ქვეყნის გაზმომარაგება.

ipress.ge