02/05/2024
Latest:
საზოგადოება

“ლისი დეველოპმენტის” პროექტი საქართველოში საუკეთესო საცხოვრებელ კომპლექსად აღიარეს

კომპანია “ლისი დეველოპმენტმა” უძრავი ქონების ინდუსტრიაში ევროპის ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული დაჯილდოების International Property Awards-ს ორი ჯილდო მოიპოვა ნომინაციებში: “საუკეთესო მრავალერთეულიანი დეველოპმენტი საქართველოში” და “საუკეთესო საცხოვრებელი დეველოპმენტი საქართველოში”.

“ლისი დეველოპმენტი” უკვე ზედიზედ მეოთხე წელია ამ პრესტიჟული ცერემონიის ლაურეატი ხდება. ჯამში კომპანიას კომპანიას საერთაშორისო უძრავი ქონების კონკურსის უკვე 6 ჯილდო აქვს. International Property Awards უკვე 20 წელია რაც არსებობს და დღეისათვის ერთ-ერთი წამყვანი კონკურსია უძრავი ქონების ინდუსტრიაში. კონკურსზე წარდგენილ პროექტებს აფასებენ მსოფლიოში ცნობილი ექსპერტები უძრავი ქონების ყველა სფეროდან. წელს პროექტების შერჩევის პროცესში ჩართული იყო 60-ზე მეტი ექსპერტი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან. სწორედ მაღალკვალიფიციური ექსპერტების შეფასების შედეგად “ლისი დეველოპმენტი” აღიარებული იქნა საუკეთესო საცხოვრებელ კომპლექსად საქართველოში.

ლისი დეველოპმენტი საქართველოში პირველი დეველოპერული კომპანიაა, რომელიც ისეთ ფართომასშტაბიან პროექტს ახორციელებს, როგორიცაა ლისის ტბის მიმდებარედ 350 ჰექტარის განვითარება. კომპანია 2010 წლის მარტში დაფუძნდა და მას შემდეგ ახორციელებს პროექტს, სახელწოდებით მწვანე ქალაქი ლისზე. კომპანია ლისი დეველოპმენტის მიზანი არა მხოლოდ თანამედროვე სტილის, დახვეწილი არქიტექტურის მქონე საცხოვრებელი კომპლექსის შექმნა, არამედ საქართველოში სრულიად ახალი, ეკოლოგიური და ჯანსაღი ცხოვრების სტილის დამკვიდრებაა.