09/05/2024
Latest:
საზოგადოება

უმრავლესობის ფარგლებში რამდენიმე საპარლამენტო ფრაქცია შეიქმნება

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერობის კანდიდატის, არჩილ თალაკვაძის ინფორმაციით, უმრავლესობის ფარგლებში რამდენიმე საპარლამენტო ფრაქციის ფორმირება მოხდება.
პარტიის ცენტრალურ ოფისში გამართული შეხვედრის შემდეგ მხოლოდ ერთი ფრაქციის, – ფრაქცია „ქართული ოცნების“ შექმნის შესახებ გახდა ცნობილი, რომელსაც მამუკა მდინარაძე უხელმძღვანელებს.

“პარლამენტის მუშაობის დაწყებამდე რჩება დრო და თუ კიდევ რომელი ფრაქციები ჩამოყალიბდება, ამასთან დაკავშირებით უახლოეს პერიოდში დამატებითი კონსულტაციები შედგება” – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

„ჩვენ გამოვიყენებთ ყველა შესაძლებლობას, ყველა კვოტას და მანდატს იმისთვის, რომ პარლამენტში დინამიური პროცესები იყოს უზრუნველყოფილი. ბუნებრივია, ფრაქციები ამის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია. ამიტომ ჩვენ ამ შანსებს მე-9 მოწვევის პარლამენტში მაქსიმალურად გამოვიყენებთ“, – განაცხადა  არჩილ თალაკვაძემ.