27/04/2024
Latest:
საზოგადოება

“გიორგი კვირიკაშვილი რომ საუკეთესო გადაწყვეტილებაა, ამას ოპონენტებიც აღიარებენ”

ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში ლევან კალანდაძე, თავის ფეისბუქ გვერდზე გიორგი კვირიკაშვილის პრემიერმინისტრად დანიშვნას ეხმიანება.

“გიორგი კვირიკაშვილი – საუკეთესო გადაწყვეტილება! იმდენად, რომ ოპონენტებიც კი აღიარებენ ამ გადაწყვეტილების სისწორესა და უალტერნატივობას. ეხლა ყველაფერი თავად გიორგის უნარებზე, სითამამესა და გამჭრიახობაზეა დამოკიდებილი:

• ჩამოაყალიბოს მოქნილი (smart) და პროფესიული გუნდი;

• შექმნას სახელისუფლებო გადაწყვეტილებების სწრაფად და ფორსირებულ რეჟიმში მიღების ეფექტიანი სისტემა და მექანიზმი (მათ შორის, თუნდაც რიგ შემთხვევებში არაპოპულარული);

• გააგრძელოს, ხოლო რიგ შემთხვევებში კი, თავიდან, პრაქტიკულად ნულიდან დაიწყოს ე.წ. თემების “დალაგება” სხვადასხვა სახელისუფლებო რგოლებთან, უწყებებთან, ორგანიზაციებთან და ბიზნესთან;

• ესაუბროს ბიზნეს, ინვესტორებს, დონორებს და რა თქმა უნდა, ოპონენტებს, მათ შორის განსხვავებულ იდეურ და იდეოლოგიურ პლატფორმებზე მყოფ პირებს. ესაუბროს რაც შეიძლება ხშირად და რაც შეიძლება ბევრი, კამერებით და კამერების გარეშე, საჯაროდ და კულუარულად. ელაპარაკოს, მიიღოს დროული და თამამი გადაწყვეტილებები და რაც ყველაზე მთავარია, არ გაჩერდეს. ყველანაირი “ტვირთის” აწევა შეიძლება. გააჩნია, რა ხერხს და რა ტექნიკას გამოიყენებ მის წინააღმდეგ. წარმატებები გიორგის!…”, – აღნიშნავს ლევან კალანდაძე.