07/05/2024
Latest:
საზოგადოება

ვაკე-საბურთალოს დამაკავშირებელი გზა სექტემბრის ბოლომდე გაიხსნება

თბილისის მერის დავით ნარმანიას ინფორმაციით, ვაკე-საბურთალოს დამაკავშირებელი გზა სექტემბრის ბოლომდე გაიხსნება.
მისი თქმით, ვაკე-საბურთალოს გზის გახსნისთვის სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს.
“თამარაშვილი- გმირთა მოედნის გზის აღდგენის სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს, სადაც ორი კომპანია მუშაობს. ერთი კომპანია უშუალოდ სახიდე გადასასვლელს აკეთებს, სადაც ყველაზე მძიმე დაზიანება მიიღო გზამ, ხოლო მეორე კომპანია მუშაობს გზების გამორეცხილი ნაწილის და საყრდენი კედლების აღდგენის სამუშაოებზე. ჩვენ ვვარაუდობთ, რომ გზის ერთი ნაწილი 15 სექტემბრისთვის გაიხსნება და მთლიანად გზა არაუგვიანეს სექტემბრის ბოლომდე უნდა გაიხსნას”, – განაცხადა დავით ნარმანიამ.