საზოგადოება

“ჩვენ ყველამ ერთად ეს ქვეყანა უნდა ავაგუგუნოთ”

თბილისში ახალი მასშტაბური პროექტის „ახალი ტფილისის“ პრეზენტაცია, პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა გახსნა. როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა პროექტი თბილისში ახალი ტურისტული მარშუტების შექმნას და არსებული რაიონების რეაბილიტაციას ისახავს მიზნად.

“ჩვენი ვალია, რომ ჩვენი წინაპრების დანატოვარი ქალაქი განვაახლოთ. ქალაქი უნდა გახდეს იმედის მომცემი და საინტერესო. თბილისში უნდა შეიქმნას ახალი სამუშაო ადგილები.

პროექტში 200-ზე მეტი ადამიანია ჩართული: არქიტექტორები, ისტორიკოსები, რესტავრატორები, ურბანისტები, ხელოვნებათმცოდნეები. ჩვენ ისე უნდა განავავითაროთ ჩვენი ქალაქი, რომ შევუნარჩუნოთ ის ისტორიული მემკვიდრეობა, რომელიც ჩვენ გვაქვს, მაგრამ ამავე დროს მივცეთ მას ეკონომიკური განვითარება.
პროექტი 2016 წლის ბოლოს უნდა დასრულდეს. 2016 წლის ბოლოს ჩვენ გვექნება განახლებული რაიონი, ახალი საფეხმავლო სივრცეებით, ახალი კაფე-ბარებით და ძალიან ლამაზი ბაღებით.

ქალაქს შეემატება ახალი ტურისტული მარშუტები.

მინდა თბილისს ვუსურვო განვითარება, დინამიზმი, იმისათვის, რომ ცხოვრება გახდეს უფრო საინტერესო. ხვალინდელი დღის იმედი უნდა მივცეთ ადამიანებს და საერთოდ უნდა ვთქვა, რომ ჩვენ ყველამ ერთად ეს ქვეყანა უნდა ავაგუგუნოთ“, – განაცხადა პრემიერმა.