07/05/2024
Latest:
მსოფლიო

Visa-მ გადახდებისთვის ელექტრონული სამაჯური წარადგინა

Visa-მ მომხმარებელს პორტატული ელექტრონული აქსესუარი შესთავაზა,  Bradesco-სთან ერთობლივად.

ელექტრონული სამაჯური ბრაზილიისთვის, საყოველთაოდ 2016 წლის ოლიმპიურ თამაშებზე იქნება მიღებული.

Pulseira Bradesco Visa გადახდის ახალი ფორმაა, რომელიც  რიოში,  გულშემატკივრებს გადახდების ნებისმიერი სპორტული აქტივობის დროს შესრულების საშუალებას აძლევს.

„ბრაზილია ჩვენთვის განსაკუთრებულია, იმიტომ რომ მიესალმება ინოვაციებს“, – აღნიშნა პერსივალ ჯატობამ ( ვიზა ბრაზილიის პროდუქტების ვიცე-პრეზიდენტი).

სამაჯური მარტივად გამოსაყენებელია, ტერმინალთან მიახლოებით, 50 ბრაზილიური რეალზე (15 აშშ დოლარი) ნაკლები გადახდისას  PIN-ი არ არის საჭირო.

სამაჯური თანამედროვე დიზაინისაა, რიოს 2016 წლის ოლიმპიური თამაშების ლოგოთი და მდგრადია სითხის მიმართ. „მათ, ვისაც უყვარს ვარჯიში,  ღამის ცხოვრება და სპორტულ ღონისძიებებში მონაწილეობა, მოიხიბლებიან“, – ამბობს მართა კრავჩიკი, Visa-ბრაზილიას მარკეტინგის ვიცე-პრეზიდენტი.

წყარო: GBC