08/05/2024
Latest:
მსოფლიო

Volkswagen-ი $15 მილიარდით დაჯარიმდება

Volkswagen-ი $15 მილიარდის ჯარიმის გადახდას დათანხმდა. აღნიშნულთან დაკავშირებით CNNMoney-ის ინფორმაცია Volkswagen-ის ხანგრძლივ და გახმაურებულ საქმესთან დაკავშირებულმა პირმა მიაწოდა.

ავტომწარმოებელს გამონაბოლქვის ტესტის გაყალბებისათვის ავტომობილებში სპეციალური პროგრამის დაყენება ედება ბრალად. „Volkswagen-ის სკანდალი“ გასული წლის სექტემბრიდან მიმდინარეობს. გერმანულმა ავტომწარმოებელმა მსოფლიოს მასშტაბით 11 მილიონი ავტომობილი გაყიდა, რომლებიც შემოწმებისას გამონაბოლქვს სპეციალური პროგრამის საშუალებით ამცირებდნენ. რეალურად, მათი მაყუჩიდან დაშვებულთან შედარებით 40-ჯერ მეტი გამონაბოლქვი გამოიყოფა. გერმანული ავტომწარმოებლის ირგვლივ სკანდალი უკვე 9 თვეა გრძელდება.

თუმცა Volkswagen-ს პრობლემის მოგვარების გზა დღემდე არ მოუნახავს. $15 მილიარდი რეკორდული რაოდენობის ჯარიმაა და სხვა ავტომწარმოებლების მიერ გადახდილ დიდი მოცულობის თანხებს მკვეთრად აღემატება. მაგალითად, General Motors-მა დაქოქვის სისტემის არაეფექტურობის გამო $900 მილიონის ოდენობის ჯარიმა გადაიხადა. ავტომობილში აირბაგები თვითნებურად დაქოქვის სისტემის გაუმართაობის გამო იხსნებოდა, რასაც მინიმუმ 124 ადამიანი ემსხვერპლა. ამასთან, კომპანიამ გარდაცვლილებისა და დაზარალებულების ოჯახებს $600 მილიონი გადაუხადა.

წყარო: commersant.ge