Apple საკუთარ ელექტრომობილს 2019 წლისთვის გამოუშვებს
ამერიკული კორპორაცია Apple საკუთარი ელექტრომობილის შექმნაზე მუშაობს, რომელსაც 2019 წლისთვის გამოუშვებს.
გავრცელებული ინფორმაციით, პროექტში, სახელწოდებით „ტიტანი“, 1 800 ადამიანია დასაქმებული.
თავდაპირველად, Apple ელექტრომობილის გამოშვებას 2020 წლისთვის გეგმავდა. თუმცა, ეს პროცესი დააჩქარა. ამერიკული კორპორაციის სპეციალისტები დაახლოებით ერთი წლის განმავლობაში ატარებდნენ კვლევას, რამდენად შეეძლო Apple-ს მსგავსი სატრანსპორტო საშუალების წარმოება და იქნებოდა თუ არა ეს რენტაბელური.
Wall Street Journal-ის ინფორმაციით, 2019 წლისთვის Apple სავარაუდოდ, მომხმარებელს საბოლოო პროდუქტს ვერ წარუდგენს და საკუთარი წარმოების ელექტრომობილის მხოლოდ პროტოტიპს შექმნის.