საზოგადოება

“ზურაბიშვილი არის ქალბატონი, რომელმაც გაიყვანა რუსული ტანკები საქართველოდან”

კინორეჟისორმა გოგა ხაინდრავამ „კვირას” პრესკლუბში  პრესკონფერენცია გამართა. კინორეჟისორმა მნიშვნელოვანი უწოდა მთაწმინდის მეორე ტურს და საქართველოს მოსახლეობას ამ ტურში დაპირისპირებული ნიკა რურუას და სალომე ზურაბიშვილის წარსული შეახსენა.

„რურუა წარმომადგენელია ბოროტების საძმოსი, რომელმაც იპარპაშა თბილისში, სალომე ზურაბიშვილი არის ქალბატონი, რომელმაც გაიყვანა რუსული ტანკები საქართველოდან და ნიკა რურუა არის ადამიანი, რომელმაც შემოიყვანა რუსული ტანკები თავის პარტიასთან ერთად და 35 კილომეტრში დააყენა. რურუა არის წარსულის სიბნელე, სალომე ზურაბიშვილი – ევროპული იდეოლოგიის პოლიტიკოსი”, – განაცხადა ხაინდრავამ.