02/05/2024
Latest:
საზოგადოება

კერძო სექტორი სან დიეგოს უნივერსიტეტის სტუდენტებს დააფინანსებს

სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტმა (SDSU), სასტუმრო თბილისი მერიოტში,  საქართველოში კერძო და საჯარო სექტორთან პარტნიორობის ფონდის (PPPF) პრეზენტაცია გამართა. ფონდის მთავარი მიზანია კერძო და საჯარო სექტორთან თანამშრომლობით მოიზიდოს დამატებითი თანხები სტიპენდიებისთვის, რაც საშუალებას მისცემს SDSU საქართველოს წარჩინებულ სტუდენტებს, მიიღონ საერთაშორისო სტანდარტების უმაღლესი განათლება საბუნებისმეტყველო და ტექნოლოგიურ დარგებში. ფონდის მიერ მოზიდული თანხები აგრეთვე მოხმარდება სტუდენტების ინოვაციური და კვლევითი პროექტების განვითარებასა და მათ გაცვლით სასწავლო ვიზიტებს სან დიეგოს მთავარ კამპუსში, კალიფორნიაში. პარტნიორობის ფონდში ჩართულ ორგანიზაციებს შესაძლებლობა ექნებათ ნიჭიერ ახალგაზრდებს შესთავაზონ სტაჟირება და დასაქმება. SDSU პარტნიორ ორგანიზაციებს აგრეთვე შესთავაზებს ტრენინგებს, კადრების პროფესიულ გადამზადებას, აშშ-ში მოღვაწე ბიზნესებთან თანამშრომლობის და სხვა საინტერესო შესაძლებლობებს.

15135523_10210433060160032_1277507130_n

პრეზენტაციაზე გამოცხადდა იმ სტუდენტთა ვინაობა, რომლებმაც უკვე მიიღეს სრული და ნაწილობრივი სტიპენდიები კომპანიებისგან, რომლებმაც უკვე დაიწყეს ფონდთან თანამშრომლობა. სტიპენდიის სერთიფიკატები სტუდენტებს საზეიმო ვითარებაში გადასცეს  თიბისი ბანკის გენერალური დირექტორის პირველმა მოადგილემ  პაატა ღაძაძემ და კომპანია აჭარისწყალი ჯორჯიას აღმასრულებელმა დირექტორმა რონი სოლბერგმა.

15135436_10210433067920226_304191470_n

ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდნენ: სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო პრეზიდენტი სტივ ვებერი,  სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის დეკანი საქართველოში, კენ უოლში, აშშ-ის ელჩი საქართველოში იან კელი, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ქეთევან ბოჭორიშვილი, განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ქეთევან ნატრიაშვილი,  ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის დირექტორი საქართველოში ჯენერ ედელმანი, ათასწლეულის გამოწვევის ფონდი – საქართველოს აღმასრულებელი დირექტორი მაგდა მაღრაძე და კერძო და საჯარო სექტორის წარმომადგენლები.