ზუგდიდში, დედა-შვილს მანქანა დაეჯახა
ზუგდიდში, აღმაშენებლის ქუჩაზე მსუბუქი ავტომობილი ქვეითთა გადასასვლელზე დედ-შვილს დაეჯახა. ინფორმაციას „მთავარი არხი” ავრცელებს.
მათივე ცნობით, დაშავებული დედა-შვილი ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. დაშავებულებს მძიმე დაზიანებები არ მიუღიათ.