07/05/2024
Latest:
საზოგადოება

“13 ივნისის სტიქიის შემდეგ მაღალი ხარისხის და დონის სამუშაოები შესრულდა”

„მინდა გითხრათ, რომ გასული წლის სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ უპრეცედენტო ერთიანობა იყო ხელისუფლების, ბიზნესის და ჩვენს საერთაშორისო მეგობრებს შორის, – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა განაცხადა, რომელიც ”ექსპო-ჯორჯიაში” 13 ივნისის სტიქიისგან ერთი წლის შემდეგ თბილისის მერიის მიერ ჩატარებული სამუშაოების შესახებ მომზადებულ ანგარიშს ეხება.
ხადურის თქმით, პირველად გაკეთდა ისე, რომ თანხა ჯერ დაირიცხა სახელმწიფო ბიუჯეტში, მობილიზებული იქნა 90 მილიონი და შემდეგ სახელმწიფო ბიუჯეტიდან გადაეცა თბილისის ბიუჯეტს.

„შესაბამისად, სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოები ჩატარდა. სახელმწიფომ, გარდა იმისა, რომ რეგიონული განვითარების ფონდიდან და სარეზერვო ფონდიდან გამოყო თანხები, ასევე ორგანიზება გაუკეთა, რომ შემოწირულობები, მათ შორის, კერძო შემოსულობები უფრო გამჭვირვალედ გახარჯულიყო“, – განაცხადა ნოდარ ხადურმა.

კითხვაზე, რამდენად კმაყოფილია ჩატარებული სამუშაოთი და რა თანხა გამოიყო სარეზერვო ფონდიდან, ხადურმა უპასუხა, რომ თანხები, რომელიც ბიუჯეტიდან გამოიყო მოხმარდა ინფრასტრუქტურის აღდგენას.

„გარწმუნებთ, მაღალი ხარისხის და დონის სამუშაოებია შესრულებული“, – აღნიშნა ხადურმა.