06/05/2024
Latest:
მსოფლიო

ევროპის ჩემპიონატთან დაკავშირებით უსაფრთხოების უპრეცედენტო ზომებია მიღებული

საფრანგეთის ხელისუფლების განცხადებით, ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატთან დაკავშირებით, ქვეყანაში უსაფრთხოების უპრეცედენტო ზომებია მიღებული.

როგორც პარიზის მერის მოადგილემ ჟან-ფრანსუა მარტენსმა „ბიბისი“-ს განუცხადა, პარიზში იმყოფებიან დიდი რაოდენობით პოლიციელები.

ეიფელის კოშკთან, სადაც გულშემატკივრებისთვის განკუთვნილი ზონა გაიხსნა, უსაფრთხოების ისეთივე ზომები იქნება უზრუნველყოფილი, როგორც აეროპორტებში.

დღეს საღამოს პარიზის „სტად დე ფრანსის“ სტადიონზე “ევრო-2016”-ის გახსნის ოფიციალური ცერემონია გაიმართება.

როგორც მოსალოდნელია, საფრანგეთის 10 ქალაქში დაგეგმილ მატჩებს 7 მილიონამდე გულშემატკივარი დაესწრება.