28/04/2024
Latest:
საზოგადოება

Stadler-ის ორსართულიანი მატარებლების საქართველოში შემოსვლას „საქართველოს რკინიგზა“ 17 ივლისს ელის

Stadler-ის  ორსართულიანი მატარებლების საქართველოში შემოსვლის შესახებ კომპანიის გენერალურმა დირექტორმა მამუკა ბახტაძემ განაცხადა.

მან აღნიშნა, რომ  ტექნიკური რეგლამენტის გავლის შემდეგ, ზაფხულშივე დაიწყება ამ მატარებლებით რეისების შესრულება. მგზავრობის ფასები კი შენარჩუნებული იქნება.

ევროპული სტანდარტის, თანამედროვე მოწყობილობით,  ულტრათანამედროვე ტიპის უსაფრთხოების სისტემებით  აღჭურვილი მატარებლები პირველია ქართულ რეალობაში, რომელიც სრულად იქნება მორგებული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების საჭიროებებზე.

„საქართველოს რკინიგზის“ ცნობით,  ყველა ორსართულიანი  მატარებელი თბილისიდან შავი ზღვის მიმართულებით იმოძრავებს შეჩერების გარეშე და მხოლოდ ზღვისპირა კურორტების სადგურებში გაჩერდება, ესენია: ბათუმი, ქობულეთი და ურეკი.

შეგახსენებთ, „საქართველოს რკინიგზა“ Stadler Kiss -ის 2  მატარებელს წელს, კიდევ 2-ს კი, 2017 წლის დასაწყისში მიიღებს.

ოთხივე მატარებლის შესაძენად კომპანიას 39,8 მილიონი ევრო აქვს გათვალისწინებული.