სხვა

„ 15 წლის ასაკიდან დამებადა იდეა, რომ  საკუთარი შემოსავლის წყარო მქონოდა” – გიორგი კიბილოვი

ავტორი : მირანდა ფუტკარაია

მიმდინარე წლის 3 ივლისს ერთიანი ეროვნული გამოცდები 2024 დაიწყო. გამოცდები საქართველოს 12 ქალაქის 24 საგამოცდო ცენტრში ტარდება.

2024 წელს ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის 47 000-ზე მეტი აბიტურიენტი დარეგისტრირდა. მათ, შორისაა გიორგი კიბილოვი. მან ქალაქ რუსთავის N 28 სკოლა დაამთავრა.

18 წლის რუსთაველი აბიტურიენტი უკვე რამდენიმე წელია სასკოლო ცხოვრებას მცირე ბიზნესწამოწყებას უთავსებს. როგორც ამბობს, ონლაინ მაღაზიის ფუნქციონირების იდეა 15 წლის ასაკში გაუჩნდა:

„ 15 წლის ასაკიდან დამებადა იდეა, რომ  საკუთარი შემოსავლის წყარო მქონოდა. მსურდა გამეერთიანებინა უამრავი სტილის ტანსაცმელი ერთ მაღაზიაში და  ვფიქრობ, ამით კლიენტები კმაყოფილნი იქნებოდნენ. ამისთვის ვცდილობდი და ვცდილობ მათ შევთავაზო ისეთი სტილის ტანისამოსი,  რომელსაც  ეძებენ და ადვილად ვერ პოულობენ.

ონლაინ მაღაზია, რომლის ამუშავებასაც ვცდილობ, მოიცავს საკმაოდ ხარისხიან პროდუქტს .მაგალითაად : მოდური ფეხსაცმელები, მაისურები, შარვლები(სპორტიული), დათბილული ზედები.

ჩემი ერთ-ერთი მიზანია საუკეთესო მომსახურება შევთავაზო კლიენტებს. ბევრი სხვა მსგავსი მაღაზიისგან რაც განგვასხვავებს ისაა,  რომ პრიორიტეტი ჩვენთვის კლიენტის დაკმაყოფილებაა  და არა ფულის შოვნა. „

გიორგი კიბილოვი საკუთარი წამოწყების  გაფართოებაზე ფიქრობს. თუმცა, მისივე თქმით, აბიტურიენტობის პარალელურად ეს მარტივი არ არის:

„ აბიტურიენტობამ დროის უქონლობის პრობლემა შემიქმნა.  სამწუხაროდ , ჩემს საქმიანობას ვერ ვუთმობ მთლიან დროსა და ენერგიას . ამ მნიშვნელოვან საქმეზე სრულიად კონცენტრირებას ვერ ვახერხებ.

ვშრომობ იმისთვის , რომ გავხსნა მოდური ფეხსაცმელების მაღაზია უამრავი მოდელით და რაც მთავარია პრემიუმ ხარისხის რეპლიკებით. შევქმნა სივრცე, სადაც მეყოლება კონსულტატები , რომლებიც  ამ სფეროთი იქნებიან დაინტერესებულნი და ეყვარებათ ის საქმე რასაც გააკეთებენ. „

საინტერესოა  მისი მოსაზრებაც ახალგაზრდებში თვითდასაქმების საკითხზე:

„ განვითარებული ტექნიკის პირობებშ, 21_ე საუკუნეში ფულის შოვნა მარტივია, მარგამ ჩემი ასაკის მოზარდებს არ უჩნდებათ ინტერესი საკუთარი საქმის წამოწყების. ვფიქრობ,  ამის რამდენიმე მიზეზი არსებობს. ზოგი განებივრებულია და სულ არ სჭირდება მუშაობა, ზოგს კი მხოლოდ  პროფესიული წინსვლა აქვს მიზნად დასახული.

ჩემს  ასაკში უმეტესობა დროს იყენებს იმისთვის რომ გაერთოს. მაგრამ ნათქვამია, რომ სწავლის ძირი მწარეა კენწეროში გატკბილდების. ვფიქრობ, ამ ასაკში სჯობს იმუშაო და იმდენს მიაღწიო რომ უკან მოხედვისას დაინახო თუ  რამდენი იწვალე და რამდენს მიაღწიე ამ წუთისოფელში

საყურადღებოა დოკუმენტში , სახელწოდებით  „ახალგაზრდების დასაქმების გამოწვევები საქართველოში და გადაჭრის გზები“  წარმოდგენილი ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც:

„დღეს ქვეყანაში მცხოვრები ახალგაზრდების უმუშევრობის დონე მაღალია, შრომის ბაზრის ინფრასტრუქტურა არასათანადოდ განვითარებულია, შრომის ბაზრის აქტიური პოლიტიკა არაეფექტურია. თუ შევადარებთ საქართველოს მდგომარეობას მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებს, საქართველოს ახალგაზრდების მაღალი უმუშევრობით, ევროპაში ერთ-ერთი მოწინავე ადგილი უკავია. მაგალითად, 2020 წლის მონაცემებით, საქართველოში ახალგაზრდების უმუშევრობა მკაფიოდ მზარდია.“

კომენტარის დატოვება