03/05/2024
Latest:
ეკონომიკა

2017 წელს უკვე ოპერირებადი რკინიგზა გვექნება – დიმიტრი ქუმსიშვილი

მივიღეთ დაპირება იმისა, რომ თურქული მხარე თავის სამუშაოებს შეასრულებს 2016 წლის ბოლომდე, რაც ძალიან მნიშვნელოვანია მარაბდა-კარწახის რკინიგზის მშენებლობისთვის და იმას ნიშნავს, რომ 2017 წელს უკვე ოპერირებადი რკინიგზა გვექნება, – განუცხადა ჟურნალისტებს ეკონომიკის მინისტრმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა თურქეთის ტრანსპორტის საზღვაო საქმეთა და კომუნიკაციების მინისტრთან შეხვედრის შემდეგ.

,,ჩვენ უკვე ორმხრივ ფორმატში განვიხილეთ კონკრეტული საკითხები. ყველაზე მნიშვნელოვანი რაც არის – ჩვენ მივიღეთ დაპირება იმისა, რომ თურქული მხარე თავის სამუშაოებს შეასრულებს 2016 წლის ბოლომდე, რაც ძალიან მნიშვნელოვანია მარაბდა-კარწახის რკინიგზის მშენებლობისთვის და იმას ნიშნავს, რომ 2017 წელს უკვე ოპერირებადი რკინიგზა გვექნება. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენ შევთანხმდით სტრატეგიული თანამშრომლობის საბჭოს ფარგლებში რამდენიმე ხელშეკრულების ხელმოწერაზე, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია ტრანსპორტის დარგში ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობაში. ამან კიდევ უფრო ხელმისაწვდომი უნდა გახადოს ის კორიდორი, სადაც უნდა იმოძრაონ ტვირთებმა როგორც აზიიდან, ისე აღმოსავლეთიდან და ევროპიდან”, – განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა სასტუმრო “თბილისი მარიოტში”, სადაც ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის პროექტის საკოორდინაციო საბჭოს მეშვიდე სხდომა მიმდინარეობს.