09/05/2024
Latest:
საზოგადოება

გაყინული ბლინები და თმიანი კერძი” – რას წერენ სტუმრები ,,ჩემი ცოლის დაქალების” რესტორანზე

რამდენიმე თვის წინ კაფე-ბარებისა თურესტორნების მოყვარულები ინფორმაციამ,რომელიც ახალი კაფეს გახსნასთან დაკავშირებითგაჟღერდა, საკმაოდ დადებითი ემოციებითდამუხტა. „ნელიკოსთან“ სერიალ „ჩემი ცოლის დაქალების“შემდეგ რეალობაშიც გადმოინაცვლა და მანყაზბეგის გამზირზე დაიდო ბინა. კაფეს გახსნამ საკმაოდ გრანდიოზულ ვითარებაში ჩაიარა და 27 ნოემბერს, 18:00 საათზე პირველისტუმარიც მიიღო.

საინტერესო სიახლეს რომ მომხმარებლები აქტიურად ეგებებიან, ამ შემთხვევაშიც გამართლდა, დარამდენიმე კვირის განმავლობაში კაფეში ვერ მოხვდებოდით, თუ წინასწარ, რამდენიმე დღით ადრემაგიდა თქვენს სახელზე არ იქნებოდა დაჯავშნილი. მოლოდინები და სურვილები ერთია, თუმცა მეორეა რეალობა, რომელიც, როგორც შეფასებებიდანირკვევა, რადიკალურად განსხვავებულია იმისგან, რასაც მომხმარებლები ელოდნენ.

„ძალზედ საშინელებაა რეალობა სერიალისგან განსხვავებით…0 ქულა მომსახურება,0 ქულამენეჯმენტი და საერთოდ გაბლიკებული ბლინები თავად მიირთვით!!! ნელიკოსია თუ პადვალშიდამცხვარი როვერ გაარჩევ,“ წერს მომხმარებელი რესტორნის ფეისბუქის გვერდზე.

„თავი მეგონა ყველაზე ძვირფას რესტორანში,ისეთი მაღალი ფასები იყო, მენეჯერი ბარმენსეჭიდავებოდა, სრული ქაოსი. იმედი გაგვიცრუვდა შემდეგ მეგობარი შემოგვიერთდა რომელსაც ესსაგიჟეთი არ გაჰკვირვებია და სიტუაციასთან შეჩვეულმა თქვა რომ აქ სულ ასეა, ისე სტაფი რატომცანცარებს თავის მენეჯერშასთან ერთად? მემგონი ეს სტუმრების თვალში არაეთიკურია, ხო კიდევსაჭმელში მეორედ ვიპოვეთ თმა მენეჯერმა არც კი იკადრა ბოდიშის მოხდა, რაოდენაც სამწუხაროარ უნდა იყოს.საინტერესოა ამაზე დამფუძნებლები რას ფიქრობენ.მიმტანები არ უნდა იხდიდნენსამზარეულოს გამო ბოდიშებს, არც მაღალი ფასების გამო,“ – წერს ასევე უკმაყოფილო მომხმარებელი რესტორნის ფეისბუქის გვერდზე.

Myrest.ge რესტორნის დირექტორს დაუკავშირდა და კომენტარის გაკეთება სთხოვა. რესტორნის დირექტორის თქმით, ფასები თბილისის ბაზრისთვის აბსოლუტურად მისაღებია. რაც შეეხება ბლინების გემოსთან დაკავშირებით არსებულ შეფასებებს, სერიალის მაყურებლები მისი აზრით სტანდარტულ, ცხელ კრეპებს ელოდნენ, „ნელიკოსთან“ კი განსხვავებული კონცეფციის ბლინები მზადდება. რესტორნის პოპულარობიდან გამომდინარე, ქალბატონი ინგა თვლის, რომ „ნელიკოსთან“ დაკავშირებული თემები სხვა ნებისმიერ კვების ობიექტთან შედარებით უფრო აქტუალურია.  აღსანიშნავია ისიც, რომ კერძების განსხვავებული დიზაინის გამო მომხმარებლები თავიდან უარყოფითად განეწყობიან ხოლმე, თუმცა გასინჯვის შემდეგ ეს დამოკიდებულება იცვლება.

„ისიც ხდება ხოლმე, ჩვენთან სალათზე წერენ, რომ საერთოდ არ შეიძლებოდა მისი ჭამა, როცა იმ წუთას იმავე სალათს ძალიან გემრიელად მიირთმევენ. მე, როდესაც სადმე მივდივარ და არ მომწონს, არც ვჭამ და არც ვჩერდები სამი-ოთხი საათი,“ აცხადებს რესტორნის დირექტორი. შეგახსენებთ, რომ “ნელიკოსთან” ერთი ნაჭერი ბლინების ტორტის ფასი 12 ლარია.

წყარო: myrest.ge