ამინდი საქართველოში 29 ივლისამდე – პროგნოზი
26 ივლისამდე საქართველოში დროგამოშვებით იწვიმებს ელჭექით. აღმოსავლეთ საქართველოში ზოგან შესაძლებელია სეტყვა – ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
26-27 ივლისს დასავლეთ საქართველოში უნალექო ამინდია მოსალოდნელი, ჰაერის ტემპერატურამ კი 27 ივლისს შესაძლოა +37, +39 გრადუსს მიაღწიოს.
28 ივლისს ისევ გაწვიმდება და აგრილდება.
აღმოსავლეთ საქართველიში 29 ივლისამდე ზოგან იწვიმებს. ჰაერის ტემპერატურა +30, + 35 გრადუსი იქნება.
რაც შეეხება დედაქალაქს – თბილისში 25-26 ივლისს ხანმოკლე წვიმა ელჭექით არის მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +33, +35 გრადუსი დაფიქსირდება.
28 ივლისს ცხელი და ქარიანი ამინდი იქნება.