საზოგადოება

2023 წლის პირველ 6 თვეში ბენზინისა და დიზელის 81.1% საქართველოში რუსეთიდან შემოვიდა

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 2023 წლის იანვარ-ივნისში საქართველოში ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტი გაიზარდა და იმპორტირებული საწვავის 81%-იანი წილი რუსეთზე მოდის.

იანვარ-ივნისში ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტმა შეადგინა 554.2 ათასი ტონა, რაც 32.5 ათასი ტონით ანუ 6.2%-ით მეტია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე (521.7 ათასი ტონა).

2023 წლის პირველი 6 თვის განმავლობაში ბენზინის საწვავის იმპორტმა შეადგინა 273.7 ათასი ტონა, ხოლო დიზელის საწვავის იმპორტმა – 280.5 ათასი ტონა.

კატეგორიების მიხედვით, 2023 წლის იანვარ-ივნისის თვეების განმავლობაში ბენზინის საწვავის იმპორტმა შეადგინა შემდეგი: A-91 რეგულარი ტიპის ბენზინი – 166.6 ათასი ტონა (60.9%); A-95 პრემიუმი ტიპის ბენზინი – 101.6 ათასი ტონა (37.1%); A-98 სუპერი ტიპის ბენზინი – 5.5 ათასი ტონა (2.0%);

ორგანიზაციის ინფორმაციით, ბენზინისა და დიზელის საწვავის ყველაზე დიდი მოცულობა შემოვიდა რუსეთიდან – 449.5 ათასი ტონა, რაც მთელი იმპორტის 81.1%-ს შეადგენს. შემდეგ მოდიან:

  • რუმინეთი – 77.6 ათასი ტონა – 14%;
  • თურქმენეთი – 11.4 ათასი ტონა – 2%;
  • აზერბაიჯანი – 9,5 ათასი ტონა – 1.7%;
  • ბელარუსი – 5 ათასი ტონა – 0.9%;
  • არაბთა გაერთ.ემ. – 1 ათასი ტონა – 0.2%;
  • უკრაინა – 0.1 ათასი ტონა – 0.02%;
  • ბულგარეთი – 0.1 ათასი ტონა – 0.02%.

კომენტარის დატოვება