„ოჯახი იმყოფებოდა მცირეწლოვანი ბავშვით“ – ასპინძა–ახალქალაქის გზაზე მანქანას ტრაილერი შეეჯახა
ასპინძა–ახალქალაქის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა – ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედიასაშუალება „სამხრეთის კარიბჭე“ ავრცელებს.
თვითმხილველების თქმით, გაჩერებულ „ოპელის“ მარკის ავტომობილს ტრაილერი შეეჯახა. მათივე ინფორმაციით, მსუბუქ ავტომობილში მცირეწლოვანი ბავშვიც იმყოფებოდა.
„ოპელ ასტრა გზის გვერდით იყო გაჩერებული და ტრაილერი დაეჯახა. მანქანაში ოჯახი იმყოფებოდა ერთი მცირეწლოვანი ბავშვით. მცირედი დაზიანებები აღენიშნებათ“, – უყვება გამოცემას თვითმხილველი.
გადაიყვანეს თუ არა დაშავებულები კლინიკაში და რა მუხლით დაიწყო გამოძიება, უცნობია.