23/05/2024
Latest:
საზოგადოება

არასამთავრობოები პოლიტიკოსებს აზარტული თამაშების საკითხით დაინტერესებისკენ მოუწოდებენ

აფბა”, საინიციატივო ჯგუფმა – “მოძრაობა სათამაშო ბიზნესის წინააღმდეგ” და “ჯანმრთელობის ხელშეწყობისა და განათლების ფონდი” პოლიტიკურ პარტიებს ქვეყანაში აზარტული თამაშების რეგულაციებთან დაკავშირებით პოზიციის დაფიქსირებისკენ მოუწოდებს.
ორგანიზაციებმა ცალკეულ პოლიტიკოსებს, პოლიტიკურ პარტიებსა და ჯანდაცვის სამინისტროს მოუწოდეს, რომ დაინტერესდნენ აზარტული თამაშების საკითხით და წინასაარჩევნო პროგრამებში დააფიქსირონ პოზიცია, რას ფიქრობენ აზარტული თამაშების განვითარებასთან დაკავშირებით.
„აფბას” ანალიტიკოს ზურა კუკულაძის აზრით, აუცილებელია აზარტული თამაშების შეზღუდვა, რადგან ეკონომიკური თვალსაზრისითაც ამ სისტემას სარგებელი არ მოაქვს.
“ეკონომიკური ეფექტი პრაქტიკულად ნულოვანია ამ სისტემიდან ბიუჯეტისთვის. რეალურად, აზარტული თამაშების ბიზნესი სარგებლობს საგადასახადო შეღავათებით. მიუხედავად იმისა, რომ საგადასახადო კოდექსში სიტყვა შეღავათი არსად წერია, ყველა კარგად ხედავთ, რომ როდესაც სისტემა უნდა იბეგრებოდეს მინიმუმ 600 მლნ-ით, იბეგრება მაქსიმუმ 150 მლნ-ით”, – განაცხადა ანალიტიკოსმა.
“მოძრაობა სათამაშო ბიზნესის წინააღმდეგ” საინიციატივო ჯგუფის ხელმძღვანელი, გიორგი პაიჭაძე მოითხოვს, რომ აზარტული თამაშების შეუზღუდავი რეკლამირება მოექცეს ჩარჩოებში და კანონით დარეგულირდეს. “კაზინოებმა, სლოტკლუბებმა, ინტერნეტთამაშებმა, ტოტალიზატორებმა და მათმა პოპულარიზაციამ მოიცვა მთელი მედია სივრცეც, სატრანსპორტო საშუალებები და შენობები. სათამაშო ბიზნენსს არ აქვს არანაირი სარჩული”, – განაცხადა გიორგი პაიჭაძემ.
“ჯანმრთელობის ხელშეწყობის და განათლების ფონდის” დამფუძნებელ, გიორგი ბახტურიძის განმარტებით, აზარტომანია არის ერთ-ერთი ნარკოდამოკიდებულების სახე, რომელიც ადამიანებში ხშირად იწვევს სავალალო შედეგებს. მისი თქმით, საქართველოში მილიონ ადამიანზე მეტია სათამაშო ბიზნესზე დამოკიდებული და დაავადებული, რაც ამ სფეროში სისტემურმა მიდგომამ გამოიწვია. საბოლოო ჯამში კი, წლის განმავლობაში ამ სისტემაზე დამოკიდებული დაახლოებით ოთხასამდე ადამიანი იღუპება. იგი ჯანდაცვის სამინისტროს მოუწოდებს აქტიურად ჩაერთოს არსებული პრობლემების გადაჭრასა და გამოსწორებაში.