სხვა

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ აზიზქენდში შიდა გზების მოასფალტების სამუშაოები მიმდინარეობს

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ აზიზქენდში, შიდა გზების მოასფალტების სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. ამის შესახებ ინფორმაციას მარნეულის მერია ავრცელებს.

საგზაო ინფრასტრუქტურული პროექტის მიმდინარეობა, მარნეულის მუნიციპალიტეტის მერმა კენან ომაროვმა, მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ ამირან გიორგაძემ, მერის პირველმა მოადგილემ როინ დეკანოიძემ და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა ადგილზე დაათვალიერეს.

„აღსანიშნავია, რომ მარნეულის მუნიციპალიტეტის ალგეთის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალ სოფლებში: საბირქენდში, აზიზქენდში, თაზაქენდსა და გაჯისაქენდში, შიდა გზებს რეაბილიტაცია უტარდება.“ – აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარის დატოვება