19/05/2024
Latest:
მსოფლიო

აშშ–ში ორი მსხვილი ბანკი 154.3 მილიონი დოლარით დააჯარიმეს

ამერიკის ფასიანი ქაღალდების კომისიამ (SEC) კვირას განაცხადა, რომ  Barclays და Credit Suisse  ბრალდების დასარეგულირებლად 154,3 მილიონ დოლარს გადაიხდიან. კომპანებს ე.წ. ’’ბნელი აუზების“ შექმნით, ფასიანი ქაღალდების ფედერალური კანონების დარღვევაში ედებათ ბრალი.

Barclays-მა აღიარა შეცდომა და 70 მილიონი დოლარის გადახდას დათანხმდა. დანარჩენი 84.3 მილიონის გადახდა კი Credit Suisse-ს ხვდა წილად.

ბნელი აუზები კლიენტებს საშუალებას აძლევს, დიდი რაოდენობის აქციებით ანონიმურად ივაჭროს. აქციების ფასიც ცნობილი გახდება  მხოლოდ ტრანზაქციიის დასრულების შემდეგ.  მსგავსი რამ, კომპანიებს საშუალებას აძლევს, თავიდან აიცილონ ანგარიშების და სავაჭრო ფასების გასაჯაროება, რაც საჯარო ვაჭრობისთვის არის აუცილებელი.

„ბნელი აუზები დიდ ზეგავლენას ახდენს თანამედროვე კერძო   ბაზრობებზე და კომპანიები რომლებიც ამ საშუალებას იყენებენ დარწმუნებული უნდა იყვნენ, რომ შეცდომას არ დაუშვებენ მომხმარებლების მატერიალურ ოპერაციებთან დაკავშირებით. SEC-ის მიერ დაწესებული მსგავსი დიდი რაოდენობის ჯარიმები მაგალითი უნდა იყოს იმ კომაპნიებისთვის, რომლებიც ფიქრობენ, რომ მომხმარებლების მოტყუება უშედეგოდ ჩაივლის“,

– განაცხადა ენდრიუ სერესნეიმ, ფასიანი ქაღალდების კომისიის  წარმომადგენელმა.

მარეგულირებლების განცხადებით, საჭიროა მკაცრად გაკონტროლდეს ,,ბნელი აუზის“ მსგავსი სავაჭრო პლატფორმები, რომელმაც ბოლო წლების განმავლობაში საერთაშორსო ვაჭრობის დიდი ნაწილი დაიპყრო.

 [wpolling id=”11″ width=”” height=””]

bfm.ge