03/05/2024
Latest:
საზოგადოება

აზერბაიჯანმა გაზი გვაჩუქა, ჩინეთი 2 მილიონ სამუშაო ადგილს ამცირებს და ჩვენ პორტს გვიშენებს

მარტი, აპრილი, მაისი, ქალებო ყაჭი დაისვით

აზერბაიჯანმა გაზი გვაჩუქა, ჩინეთი 2 მილიონ სამუშაო ადგილს ამცირებს და ჩვენ პორტს გვიშენებს, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე ისევ უკანონოდ წართმეულ ბინაში ცხოვრობს

ქადაგიძისგან გათავისუფლებულმა ლარმა ამოისუნთქა

მკრეხელობა იქნება ეს მხოლოდ ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტის ,,დამსახურებად~ მივიჩნიოთ. თუმცა, ფაქტია, რომ ლარი მეტ-ნაკლებად დასტაბილურდა და რომ არა ქადაგიძის მიერ მემკვიდრეობით დატოვებული მავნებლური სისტემა, ლარის გაცვლითი კურსი ნაკლებიც კი იქნებოდა. ახლა სიტუაცია იმაზეა დამოკიდებული, რამდენად სწრაფად დალაგდება ვითარება თვით ეროვნულ ბანკში და მის გარშემო, როდის აირჩევენ და ვის ეროვნული ბანკის პრეზიდენტად. გამოიყოფა, თუ არა ცალკე საფინანსო ზედამხელდველობს სააგენტო. ეს ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, რეალურად ვისია გვენეტაძე: ხელისუფლების თუ კულისებიდან სიტუაციის მაკონტროლებელი უცხოელი ზედამხედველების. ის, რომ პარლამენტმა ეროვნული ბანკის საბჭოს წევრად გვენეტაძეს მხარი ერთხმად დაუჭირა, არაფერს ნიშნავს. ნაციონალებს მაინც ეიმედებათ ,,უძღები შვილი”, თუმცა, ფინანსთა მინისტრისა და სახელწიფო მინისტრის მოადგილეობას შევარდნაძის დროს, ყოველი შემთხვევისთვის, ახსენებენ. საერთაშორისო ორგანიზაციებში მუშაობის გამოცდილებაც ვერაა საკმარისი არგუმენტი მხარეების დასაოკებლად და დასაშოშმინებლად, მითუმეტეს, როცა ნაციონალების ოდესელი ბელადი – მიხეილ გუბერნატორი მთელი უკრაინის მასშტაბით, იქაური მედიით სიამაყით აცხადებს – ჩემი მმართველობის დროს საქართველოში სავალუტო ფონდი ქვეყნიდან გავაძევეო. მოკლედ, დიდი ამბებია საყველიეში.
ბედის ირონიაზე მეტი, ცინიზმიც კია, რომ რასაც ნაციონალები აყვედრიდნენ ,,ოცნებას” – არაფორმალური ლიდერი გყავთო – ბიძინა ივანიშვილი, თავადაც უკვე არაფორმალური ლიდერი ჰყავთ – ოდესის გუბერნატორი მიხეილ ხელმოცარული, რომელმაც ოდესის მერადაც კი ვერ გაიყვანა თავისი კანდიდატი და ახლა ორიოდე ამერიკელი მხარდამჭერით გულმოცემული, იაცენიუკის ჩამოგდებას და უკრაინის პრემიერობას აპირებს. პარალელურად კი ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის~ არაფორმალური ლიდერია. პარტიაში ლამის მაო ძედუნად აღიარეს, თავმჯდომარის თანამდებობა გააუქმეს, რათა კოლექტიური ანარქიის პირობებში მიშამ ოდესიდან უფრო ეფექტიანად მართოს პარტია. ასეა თუ ისე, ეროვნული ბანკის დათმობა თავისი ბიზნეს ინტერესების გათვალისწინებით ქვეყანაში და საბანკო სფეროში ნაციონალებს გაუჭირდებათ. ამიტომ, იქნებ სტატუს კვოს ორი მთავარი მოთამაშე პაუზას დათანხმდეს და ეს პაუზა ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლად არჩილ მესტვირიშვილის დანიშვნა აღმოჩნდეს. არჩევნების შემდეგ სიტუაციში გარკვევა ყველასთვის უფრო იოლი იქნება.

ჩინეთი უახლოეს 5 წელიწადში 6,5%-იანი ზრდის შეარჩუნებას აპირებს

მეორე უმნიშვნელოვანესი და რეზონანსური თემა ამ დღეებში ჩინეთის პარლამენტის სხდომა იყო, რომელსაც საბჭოური პერიოდის ადამიანთა ყურებისთვის მისასალბუნებელი სახელი ჰქვია – სრულიად ჩინეთის სახალხო წარმომადგენელთა ყრილობა. მსოფლიო ეკონომიკის ზრდის სასურველ მაჩვენებლებზე გასვლა მხოლოდ იმაზეა დამოკიდებული ჩინეთის ეკონომიკა გააგრძელებს თუ არა ზრდას, ან შეინარჩინებს თუ არა, ყოველ შემთხვევაში, ეკონომიკური ზრდის რამდენადმე მაღალ დონეს. ჩინელმა პარლამენტარებმა დაგვარწმუნეს, რომ ისინი უახლოეს წლებში 6,5%-ის დონეზე შეინარჩუნებენ ეკონომიკურ ზრდას, ურყევად უერთგულებენ ჩინეთის კომპარტიის წამყვან როლს ქვეყნის განვითარებაში და განახორციელებენ რეფორმებს.
ამ პატიოსან ადამიანებს და ჩვენს მეგობრებს არც ის დაუმალავთ, რომ შავ მეტალურგიასა და მრეწველობაში სამუშაო ადგილების შემცირებას აპირებენ. თუმცა, ეს შემცირება არ იქნება მასშტაბური, ისინი მხოლოდ 2 მილიონ ადამიანს დატოვებენ უმუშევრად. მიუხედავად ამისა, ცალკეული ჩინური კომპანიების გადაწყვეტილებაზე, მანაწილეობა მიიღონ ანაკლიის პორტისა და თავისუფალი ეკონომიკური ზონის მშენებლობაში, ეს არ აისახება. მართალია, ,,თიბისი ჯგუფი” და ამერიკული კონსორციუმი გაერთიანდა ამ ამოცანის გადასაჭრელად, მაგრამ როგორც შემგეგ ,,თიბისი ჯგუფმა” დააზუსტა, ჩინელების მონაწილეობის გარეშე ამას ისინი არამც და არამც არ აპირებენ. იმედია, არც საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელი დირექტორის დავით საგანელიძის ხშირი ვოიაჟები დაშთება უშედეგოდ ჩინეთის დიდი კედლის მიღმა.

მარტი, აპრილი, მაისი…

მეაბრეშუმეობა ბრუნდება?!

რას არ გაიგებს კაცი ამ დალოცვილ საქართველოში. ერთ დროს – კომუნისტების ავად სახსენებელი მმართველობა რომ ჰქვია, საქართველოში უამრავი თუთის პლანტაცია იყო, აბრეშუმის პარკიც იწარმოებოდა, ძაფიც ირთვებოდა და ქსოვილებიც მზადდებოდა. სხვათაშორის, ქართული აბრეშუმი არც ხარისხით იყო ურიგო, ხოლო სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტში მეცნიერულადაც სწავლობენ – იქ არსებობდა მეაბრეშუმეობის კათედრა. ზაფხულში სტუდენტურ არდადეგებზე სოფელში ჩასულს დაგხვდებოდა ერთი ორომტრიალი: ხალხს არ ჰყოფნიდა თუთის ფოთოლი აბრეშუმის ჭიის გამოსაკვებად და იყო გაუთავებელი სამეზობლო დავები, ვინ მიასწრებდა და გასხიპავდა თუთის ხეს, რომ აბრეშუმის ჭია გამოეკვება. მაინც არ ჰყოფნიდათ თუთის ხეები. ამიტომ ბევრი გლეხი კოლმეურნეობის ბრიგადირების მიერ გეგმით დატოვებულ 5-10 გრამ აბრეშუმის ჭიას მალულად მარხავდა, მერე სადღაც შემოდგომისკენ, `შავ ბაზარზე~ ყიდულობდა აბრეშუმის პარკს და იყო ერთი გნიასი, რაც შეეხება იმ სახლებს, რომლებშიც აბრეშუმის ჭიის ჩელტები ჰქონდათ მოწყობილი გლეხებს, აბრეშუმი პარკის ახვევის შემდეგ, ეს სახლები პარტახს ჰგავდა, სამი თვე უნდოდა მათ დასუფთავება-დალაგებას, ხოლო შემოსავალი ფაქტობრივად ამ აბრეშუმის ჭიის (პარკის) მომყვანს არაფერი რჩებოდა.

ახლა, ერთ კეთილ ადამიანს, ბიზნესმენ ჯიმშერ ჩხაიძეს 1000 ძირი თუთის ნერგი ჩამოუტანია შუა აზიიდან და ქვეყანას ამცნო – მეაბრეშუმეობის აღორძინება იწყება საქართველშიო. კარგით რა, ბატონო ჯიმშერ! მთელ ამ ამბავში, საქმე ისაა, რომ სერიოზული პიროვნება – პრემიერიც ჩაერთო.

ბატონებო! თავი დავანებოთ ილუზიებით ცხოვრებას – ჩაი, ტუნგი და აბრეშუმი საქართველოსთვის არ გახდება არც შემოსავლის წყარო და არც სოციალური სტაბილურობის საფუძველი. სხვა სოფლის მეურნეობაზე გადასვლაა საჭირო, სხვა კულტურებზე, ფერმერულ მეურნეობებზე და არა უნიადაგო საბჭოური ოცნებების აღორძინება, ჩაი, აბრეშუმის პარკი და ტუნგო, ეს იყო ჰიპერტროფირებული საბჭოური ეკონომიკის რეციდივები, როცა თვითკმარ საბჭოთა ეკონომიკას ყველაფერი საბჭოთა კავშირის და მისი სატელიტების ტერიტორიაზე უნდა მოეყვანა.

საკონტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე საკუთრების კონსტიტუციურ უფლებას ხელყოფს

ჩვენ შევეგუეთ, რომ თავისუფალი მედიის ნაცვლად გვაქვს პარტიული ორგანოები: ნაცმოძრაობის ორგანო ,,რუსთავი 2″, პატრიოტთა ალიანსის ორგანო ,,ობიექტივი” და ასე შემდეგ. ახლა მოგვადგნენ ეს ორგანოები და ნებისმიერ სისულელეს ბოლო ინსტანციის ჭეშმარიტებად ასაღებენ. ჯერ იაფფასიანი შოუებით დაგეშავენ ჩვენს შეჭირვებულ თანამოქალაქეებს, ხოლო შემდეგ ამას ტყუილს და ცრუპენტელობას მოაყოლებენ. ნაცმოძრაობის აქტივისტი, ვინმე პაპუაშვილი, რომელიც თავის დროზე სააკაშვილმა საკონტიტუციო სასამართლოში გაამწესა, ურცხვად ნებივრობს მოქალაქე ბლადაძის კუთვნილ ბინაში. ამის თაობაზე ,,წამყვანი” ჟურნალისტი გაბუნია მას ნახევარსაათიან პირდაპირ ეთერს აძლევს, ცალმხრივ და უსაფუძვლო შეხედულებებს ავრცელებინებს და სხვა თვალსაზრისის გამოთქმის საშუალებას არც დაზარალებულ ბლადაძეს აძლევს და არც მის ადვოკატს. ახლა ძველი დრო რომ იყოს, აჭარაში უსამართლობის წინააღმდეგ სხვა რამეს მოიმოქმედებდა დაჩაგრული – აჭარლები მთის ხალხია, მაგრამ დღეს ეს კანონმორჩილი ხალხი სამართალს ელის, ელის წლებია, მაგრამ სამართალს ვინღა ჩივის, საზოგადოებამდე სიმართლეც ვერ მიუტანიათ. ,,რუსთავი 2″ ნაცების ყველა უკეთურების ,,გამპრავებელს” პრაიმთაიმს უთმობს, ,,იმედზე” მისდამი კრიტიკული არასდროს არაფერი გასულა, რადგან, პაპუაშვილის მეუღლე ეკა ხოფერიას და გახლავთ, ამიტომ მისი გავლენა აქ ძალიან მაღალია და კაცი რომელიც, კონტიტუციის კი არა, მიშა სააკაშვილის განუკითხაობის დარაჯი იყო წლების განმავლობაში, ბედავს თავი წარადგინოს ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს წევრად. ეს დაუშვებელია, აღმაშფოთებელია და ამაში დამნაშავეები არიან, არა მარტო მედია და სერიოზული დაფინანსების მქონე მოსყიდული არასამთავრობოები, არამედ ქვეყნის სტატეგიული პარტნიორების – შეერთებული შტატებისა და ევროკავშირის დიპლომატიური წარმომადგენლობები, რომლებიც მრავალწლიანი განუკითხაობის მთავარ დამნაშავეებს ხელს აფარებენ. დიახ, საკონტიტუტციო სასამართლო უნდა იყოს დამოუკიდებელი, მაგრამ არა ოდესის გუბერნატორის და ნაცმოძრაობის სატელიტებით დაკომპლექტებული. დიახ, სასამართლოო უნდა იყოს დამოუკიდებელი, ისევ როგორც პროკურატურა და ასე შემდეგ, მაგრამ ისინი არ უნდა იმართებოდნენ ყოფილი და ამჟამად ძებნაში მყოფი პრეზიდენტის, ან თუნდაც დასავლეთის მიერ დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაციების კარნახით. ორმაგი სტანდარტები დესტაბილიზაციის მთავარი წინაპირობაა. რაც შეეხება პაპაუაშვილის უსაფუძვლო აპელირებას იმაზე, რომ სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს მოსამართლეები საბინაო პირობებით, – როგორ, – წართმეულით? მხოლოდ საკონსტიტუციო სასამართლო მოსამართლეები? მათ ხომ ისედაც მაღალი ხელფასები აქვთ?! რატომ არა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები? ან რატომ არა პარლამენტის წევრები, როცა პარლამენტი ქუთაისშია განთავსებული. ააა, ისინი ბინის ქირით არიან უზრუნველყოფილნი? მაშინ საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებისთვისაც დაექირავებინათ ბინები ბათუმში. მაგრამ, ჩვენ ხომ ვიცით, რომ ეს იყო სააკაშვილის ნაცადი მეთოდი – ბინებით და მაღალი ხელფასებით მოექრთამა მისთვის საჭირო ხალხი, რამაც ქვეყანას ელიტური კორუფციის ჭაობში ჩაფლო.

ნაციონალები სომხეთისათვის გაზის გადაკეტვისკენ მოგვიწოდებენ

,,გაზპრომი’ პოლიტიკური სპეკულაციების და გარკვეული თვალსაზრისით, პოლიტიკური პროსტიტუციის თემად იქცა. ვერავინ გაიგო რატომ გვჩუქნის გაზს აზერბაიჯანი, რატომ გაგვიიაფა ბუნებრივი აირი და ჩვენ რატომ გვაძლევს გაზს იაფად, როცა თვითონ რუსეთისგან ყიდულობს უფრო ძვირად. აზერბაიჯანელები ჩვენი ძმები და სტრატეგიული პარტნიორები არიან, მათ ეს არაერთხელ დაამტკიცეს, მაგრამ ამ შემთხვევაში ვის ვუთხრათ ჩვენ მადლობა, აზერბაიჯანს ქველმოქმედებისთვის, თუ ჩვენს სტატეგიულ პარტნიორებს – ამერიკელებს, ბუნებრივ აირთან დაკავშირებული რთული პრობლემის დარეგულირების საქმეში აზერბაიჯანთან შუამდგომლობისათვის? იქნებ აგვიხსნას ვინმემ რატომ ლობირებს ნაცმოძრაობა ,,სოკარს’. იმიტომ ხომ არა, რომ მოარული ხმები `სოკარში~ სააკაშვილისა და მისი ბიძის – თემურ ალასანიას ინტერესებზე იუწყებოდნენ. იქნებ ვინემ ისიც ახსნას, დღეს სად და ვის გამგებლობაშია ,,სოკარ ჯორჯიაში” თავის დროზე ბადრი პატარკაციშვილის კუთვნილი წილი?

,,აზოტში” 2400 კაცია გაჩერებული. რატომ არის ,,აზოტი” გაჩერებული? ,,სოკარი” მზადაა ,,აზოტს” იაფად მიაწოდოს გაზი და რომან ფიფია უარზეა? ,,აზოტი” რაა? -გაზი და ჰაერი. ბოლოს და ბოლოს, ვისია ამ ,,აზოტის” გაზი და ჰაერი? რატომ ვერ დალაგდა საქართველოში ბიზნესი? რატომ განაგებენ ყველა შემოსავლიან ბიზნესს ნაციონალები და მათთან დაკავშირებული ცრუმაგიერი პირები?
და კულინაციაც. ნაციონალი მოაზროვნეები მოგვიწოდებენ, რუსებთან მოლაპარაკებებისას ფეხი არ მოვიცვალოთ პოზიციიდან, რომ ჩვენ არ გვინდა ანაზღაურების მონეტარული პრინციპი, ანუ არ გვინდა ფული სომხეთისკენ გატარებული გაზის საფასურად, ჩვენ გვინდა ნატურით ამ გაზის მიღება და იმ მოცულობით, რა მოცულობითაც დღეს ვიღებთ. ვთქვათ და რუსულმა მხარემ არ მოიცვალა ფეხი ამ პოზიციიდან. ნაციონალები გვირჩევენ, უფრო სწორად, საქართველოს მთავრობას ურჩევენ, გაჯიქდეს და არ წავიდეს არანაირ შეთანხმებაზე. ხოლო, თუ რუსეთიც ასევე მოიქცევა, ჩვენ გადავკეტოთ მილი, ანუ შევუწყვიტოთ ამ მილის მეშვეობით სომხეთს რუსეთიდან გაზის მიღება. პრობლემები შეექმნებათ ჩვენ მეზობლებს და მეგობრებს, სომხებს? – ხომ აქვთ გაზსაცავი, ჯერ ის გამოიყენონ, მერე ირანიდან მოახერხონ, როგორმე, გაზის მიღება და თუ ვერ მოახერხეს, ფეხებზეც გვკიდია. სამაგიეროდ, რუსებს კიდევ ერთხელ და შეიძლება ამჯერად გვარიანად ვუბწკენთ. მერე რა, რომ ჩვენი მეგობრული და კეთილმეზობლური დამოკიდებულება სომხეთთან ეჭვქვეშ დადგება?
არც არფერი!

ბექა ციხისელი

[wpolling id=”12″ width=”” height=””]