03/05/2024
Latest:
მსოფლიო

შვედეთში გაიხსნა მაღაზია, რომელსაც არც გამყიდველი ჰყავს,არც მოლარე და არც დაცვა

არაჩვეულებრივი სადღეღამისო მაღაზია გაიხსნა შვედეთის პატარა ქალაქ ვეკენში.სუპარმარკეტს არც გამყიდველი ჰყავს, არც მოლარე და არც დაცვა.ხოლო ქურდებისგან მაღაზიას იცავს მხოლოდ 6 სათვალთვალო კამერა.

მაღაზიაში რომ მოხვდეთ და რაიმე იყიდოთ საკმარისია თქვენს მობილურში ჩატვირთოდ აპლიკაცია და დარეგისტრირდეთ.

პროგრამა შექმნა IT სპეციალისტმა რობერტ ელიასონმაროდესაც შეარჩევთ თქვენთვის სასურველ პროდუქტებს საკმარისია დაასკანეროთ თქვენი მობილურის კამერით. პროდუქტების სია აისახება მყიდველის პირად კაბინეტში, ხოლო გადასახადის ანგარიში ბანკიდან მოგივათ მიმდინარე თვის ბოლოს.

ორთვიანი მუშაობის მანძილზე მაღაზიას არ შექმნია არავითარი პრობლემები. ამასთანავე ფასები სხვა სუპერმარკეტებთან შედარებით გაცილებით იაფია, რადგან მეპატრონეს უფრო იაფი უჯდება მაღაზიის შენახვა.

წყარო: Inetmedia