რუსეთის მიერ ხერსონის დაბომბვას, სულ მცირე 3 ადამიანი ემსხვერპლა, 10-ზე მეტი კი დაშავდა
გასული დღის განმავლობაში, რუსეთის მიერ ხერსონის დაბომბვას სულ მცირე 3 ადამიანი ემსხვერპლა და 10-ზე მეტი დაშავდა, მათ შორის ერთი ბავშვი იყო. ინფორმაციას ხერსონის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ალექსანდრ პროკუდინი ავრცელებს:
„ბოლო 24 საათის განმავლობაში, მტერმა რეგიონზე 63 შეტევა განახორციელა ნაღმმტყორცნებიდან, არტილერიიდან, ტანკებიდან, გრადებიდან და თვითმფრინავებიდან. ოკუპანტებმა ქალაქ ხერსონს 15 ჭურვი ესროლეს.
რუსი სამხედროები რეგიონის დასახლებების საცხოვრებელ ადგილებში შევიდნენ. ხერსონის ოლქში დაზიანებულია მაღაზია, საწარმოს ტერიტორია, კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტები და ეკლესია” – განაცხადა პროკუდინმა.