აზერბაიჯანში ვალუტის გაცვლის წესები შეიცვალა
მიმდინარე წლის სექტემბერში აზერბაიჯანის ცენტრალური ბანკის მმართველობამ ძალაში შეიყვანა ცვლილება ვალუტის გამცვლელი ორგანიზაციებისა და ოპერაციების შესახებ.
ცვილების თანახმად, ამიერიდან უცხოური ვალუტის გაყიდვისას, აგრეთვე სამგზავრო ბილეთების უცხოური ვალუტით შეძენისას, როცა თანხა 500 ამერიკულ დოლარს უტოლდება, კლიენტი ვალდებულია წარადგინოს პირადობის დამადასტურებელი მოწმობა.
ცენტრალურ ბანკში აცხადებენ, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება ხელს შეუწყობს უცხოური ვალუტის დაბრუნებას.