02/05/2024
Latest:
საზოგადოება

ბიძინა ივანიშვილი გვარამია-ბურჭულაძის საუბრის ჩანაწერზე – გვარამიამ ლამის ტყავი გააძრო პარტიის ლიდერს

ნიკა გვარამიას რაში სჭირდება ჩუმად მოსმენა, დაუფარავად ლაპარაკობს ყველაფერს, – ასე გამოეხმაურა ექს-პრემიერი ბიძინა ივანიშვილი ინტერნეტში ”რუსთავი 2”-ის გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიასა და მოძრაობა ’სახელმწიფო ხალხისთვის” ლიდერის პაატა ბურჭულაძის სატელეფონო საუბარის ჩანაწერის გავრცელებას და ბრალდებას, რომ მოსმენები ისევ მიმდინარეობს.

როგორც ივანიშვილმა აღნიშნა, დიდი ეჭვია, რომ ეს ჩანაწერი თავად ნიკა გვარამიამ გაავრცელა.

მისივე თქმით, ამ ხელისუფლების პირობებში ვერავინ იტყვის, რომ ხელისუფლებამ არასანქცირებული მოსმენა, ან მიყურადება განახორციელა.

ივანიშვილმა გელა ხვედელიძის შემთხვევა გაიხსნება და აღნიშნა, რომ ჩანაწერის გამოქვეყნებისთვის ის დასაჯეს.

”უკანონო მოსმენებზე ჩვენ ვთქვით უარი. დღესაც გულისტკივილით ვიხსენებ გელა ხვედელიძის შემთხვევას, რომელიც იყო ”ქართული ოცნების” შტაბის უფროსი. ჩანაწერი რომ გამოაქვეყნდა, მაგისთვის არ დავზოგეთ. ერთ-ერთი დიდი მონაპოვარი ახალი ხელისუფლების იყო ის, რომ უკანონო მოსმენები და მიყურადებები შეწყდა. ერთი შემთხვევა მაინც გაქვთ, რომ ხელისუფლებამ არასანქცირებული მოსმენა და მიყურადება განახორციელა? ის, რომ ამის ყველაზე დიდი რესურსი აქვს უსაფრთხოების სამსახურს და ეჭვს იწვევს, კი ბატონო, მეც ვუერთდები ამას, მაგრამ ამას უნდა მტკიცებულებები”, – განაცხადა ივანიშვილმა.

რაც შეეხება უშუალოდ ჩანაწერს, ივანიშვილის ფიქრობს, რომ ამის გაკეთება მოყვარულებსაც კი შეუძლიათ, ისე განვითარდა ტექნიკა.

”გამოძიება მიდის, მაგრამ ხელისუფლება კი არ უნდა დავადანაშაულოთ, არამედ უნდა მოვთხოვოთ, გააკეთოს განმარტებები, აქვს თუ არა მონაწილეობა ამაში.

რაც შეეხება ნიკა გვარამიას მიერ მოსმენებში დადანაშაულებას, ის თავად სპეციალისტი იყო მოსმენების და კადრები რომ კეთდებოდა, მთავარი პროკურორის მოადგილე გახლდათ. დღეს საიდან მოხვდა ტელევიზიის დირექტორად და რატომ არის იქ, არავინ კითხვას არ აძლევს. დიდი ეჭვებია, რომ მანვე გაავრცელა ეს და მას შეეძლო ყველაზე იოლად ამის გაკეთება. მან აჩვენა, როგორ უჭირავს ხელში მთლიანად პარტია. იქ კარგად ჩანს დამოკიდებულება – გვარამია როგორი აღშფოთებულია და ლამის ტყავი გააძრო კაცს, პარტიის ლიდერს, ასეთი რამ როგორ გაბედეთო და ის როგორ იმართლებს თავს”, -განაცხადა ივანიშვილმა.

რაც შეხება ნიკა გვარამიას განცხადებას, რომ ივანიშვილი მას 5 მილიონს სთავაზობდა დაეტოვებინა ქვეყანა და ”რუსთავი 2”, ივანიშვილის თქმით, ეს არასერიოზულია.

წყარო: ინტერპრესნიუსი