ბიძინა ივანიშვილი: სოფლის მეურნეობა ეკონომიკის ორთქლმავალი ვერ იქნება
საქართველოს ყოფილი პრემიერმინისტრის ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, ქვეყნის ბიუჯეტის პრიორიტეტები სამომავლოდ უნდა შეიცვალოს და სოციალურად ორიენტირებულის ნაცვლად, განათლებაზე და ეკონომიკურ ზრდაზე ორიენტირებული ბიუჯეტი უნდა დამტკიცდეს. ამის შესახებ ივანიშვილმა მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე ტექნოპარკში განაცხადა.
მისი განცხადებით, ასეთ ცვლილებებს გაგებით უნდა მოეკიდოს მოსახლეობა. მისი თქმით, სოფლის მეურნეობა ეკონომიკის ორთქლმავალი ვერ გახდება და ასეთ ქვეყანა ვერ ჩადგება განვითარებული სახელმწიფოების რიგში.
„სოფლის მეურნეობა ვერ იქნება ორთქლმავალი ეკონომიკის და ასეთი ქვეყანა ვერ ჩადგება განვითარებული ქვეყნების რიგში. მხოლოდ განვითარებული და მაღალი ტექნოლოგიები და ამაზე დაფუძნებული ტექნოლოგიებით მივაღწევთ ამას. თუ ეს გვინდა, მაშინ გვჭირდება საწარმო და ინსტიტუტი, რომელიც სპეციალისტებს მოამზადებს“,- აცხადებს ბიძინა ივანიშვილი.
მისივე თქმით, თავდაპირველად ხელისუფლებამ საკუთარ პრიორიტეტად მაინც ჯანდაცვა აირჩია და ამ მიმართულებით ბევრი რამ გაკეთდა, მაგრამ სამომავლოდ ბიუჯეტის პროპორციები უნდა შეიცვალოს.
წყარო: კომერსანტი