05/05/2024
Latest:
ეკონომიკა

Goldman Sachs-მა ახალგაზრდების ეკონომიკაზე გავლენა შეისწავლა

ამერიკულმა საინვესტიციო ბანკმა Goldman Sachs-მა კვლევა ჩაატარა, სადაც ეკონომიკაზე ახალგაზრდების გავლენა შეაფასა.
კვლევამ აჩვენა, რომ თაობა „მილენიუმი“, სულ უფრო ხშირად უპირატესობას ანიჭებს არა პროდუქტების ყიდვას, არამედ მათ დაქირავებას. 2013 წლის მონაცემებით, 25-34 წლის ადამიანების 60% სწორედ იჯარას ირჩევდნენ, ხოლო 2005 წელს ეს რიცხვი 52% იყო.
ბანკის ექსპერტებმა ასევე გამოარკვიეს, რომ ამ თაობის წარმომადგენელთა 57% მაღაზიებში ერთი კონკრეტული პროდუქტის ფასებს ადარებენ, რათა ის მაქსიმალურად ნაკლებ ფასში შეიძინონ.
კვლევამ ასევე აჩვენა, რომ ახალგაზრდები, რომლებიც ფაქტიურად „ონლაინ ცხოვრობენ“, ონლაინ-შესყიდვებს ანიჭებენ უპირატესობას.
დიდ ბრიტანეთში 2014 წელს, 16-24 ასაკის ახალგაზრდების 83%-ს ერთხელ მაინც გაუკეთებია ონლაინ-შესყიდვა (2008 წელს 65%-ს), 25-34 წლის ასაკობრივ კატეგორიაში – 90%-ს (2008 წელს 72%-ს).
წყარო: agora.ge