ბიზნესმენ ილია კოკაიას ქართულ ფეხბურთში საქმიანობა აეკრძალა
ბიზნესმენ ილია კოკაიას ქართულ ფეხბურთში საქმიანობა აეკრძალა. ეს გადაწყვეტილება საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის აღმასკომის დღევანდელ სხდომაზე მიიღეს. აღმასკომის გადაწყვეტილების მიზეზი ილია კოკაიას მიერ სფფ-ის ვიცე-პრეზიდენტის ალექსანდრე ჩივაძის მიმართ გაკეთებული განცხადებები გახდა, რომ “ჩივაძე არის იუდა და ეს ბანდიტური დაჯგუფება ყელშია ამოსული”.
როგორც ჟურნალისტებს სფფ-ს ვიცე-პრეზიდენტმა, გია ფირცხალავამ განუცხადა, ილია კოკაიას განცხადებები ეთიკის ფარგლებში არ ჯდებოდა, რის გამოც აღმასკომმა აღნიშნული გადაწყვეტილება მიიღო.
თბილისის “დინამოს” პრეზიდენტმა რომან ფიფიამ აღმოსკომის სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა.