სხვა

ბოლნისში, იოანე ბოლნელის ქუჩაზე, გზის კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა

ქალაქ ბოლნისში, იოანე ბოლნელის ქუჩაზე, გზის კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა, -ინფორმაციას ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

უწყების ცნობით, ასფალტბეტონის საფარი 340 გრძივ მეტრზე დაიგო, ასევე, მოეწყო სანიაღვრე არხი და გარე განათების ქსელი.

ინფრასტრუქტურული პროექტი რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით განხორციელდა, რომლის ღირებულებამ 400 000 ლარი შეადგინა.

კომენტარის დატოვება