02/05/2024
Latest:
მსოფლიო

ბრილიანტს შესაძლოა ჩვეულებრივი ბიჟუტერიის ფასი დაედოს

ბრილინტის მსოფლიო ინდუსტრია კრიზისულ მდგომარეობაშია. პროდუქტზე მოთხოვნა მცირდება, საივულურო მაღაზიები კი პატარა, იაფასიანი, ქვებითაა სავსე. უკვე არსებული ჭარბი რაოდენობის ბრილიანტის გამო ინდუსტრიის წამყვანი მოთამაშეები იძულებული გახდნენ შეემცირებინათ არა მარტო პროდუქტის ფასი, არამედ ნედლი ალმასის მოპოვებაც.

პროდუქტის გაუფასურება მრავალმა მიზეზმა გამოიწვია, მაგალითად, მაკროეკონომიკური არასტაბილურობა, ბრენდის რეკლამირების  ნაკლებობა, საიუველურო ალმასის ზომის ხელოვნორად გადიდება. რომლის წარმოებაც უფრო ადვილია ვიდრე ბუნებრივის. ანალიტიკოსეების აზრით, მთვარი პრობლემა სწორედ ეს არის.

მათი განცხადებით, არც 2016 წელს იქნება ამ ინდუსტრიისთვის მომგებიანი წელიწადი. სერიოული ცვლილებების განხორციელების გარეშე კი არ არის გამორიცხული რომ სიყვარულის, სიმდიდრის და ძალაუფლების სიმბოლო, იაფასიანი ბიჟუტერიის მსგავს ფასებში გაიყიდოს, მსოფლიოში ალმასის მოპოვება კი 20-30 პროცენტით შემცირდეს.

[wpolling id=”11″ width=”” height=””]