06/05/2024
Latest:
საზოგადოება

ცესკო: ამ წუთის მონაცემებით, „პატრიოტთა ალიანსს“ 5 % აქვს, მაგრამ ეს არ არის საბოლოო მონაცემი

ამ წუთის მონაცემებით, „პატრიოტთა ალიანსს“ 5 % აქვს, მაგრამ ეს არ არის საბოლოო მონაცემი, – ამის შესახებ ჟურნალისტებს ცესკო-ს პრესპიკერმა ანა მიქელაძემ განუცხადა.

მისივე ინფორმაციით, მონაცემები შეიძლება შეიცვალოს, როგორც „პატრიოტთა ალიანსის“, ისე სხვა პარტიების შემთხვევაში.

„იქ, სადაც საუბარი იყო პროცენტების მეასედებზე და მეათასებზე, სავარაუდოდ პროგრამამ დაამრგვალა. აქ მთავარი არის მიღებული ხმების რაოდენობა. ამ ეტაპზე “პატრიოტთა ალიანსს” 88 132 ხმა აქვს მიღებული“, – განაცხადა ანა მიქელაძემ.

აღსანიშნავია, რომ ცესკოს საიტზე ”პატრიოტთა ალიანსს” დღის განმავლობაში 88 032 ხმა ეწერა და მითითებული იყო, რომ ეს შეადგენდა 5%-ს. თუმცა, 88 032 ხმა გადათვლებით 5%-ზე ნაკლებია. მოგვიანებით, ცესკოს საიტზე ”პატრიოტთა ალიანსის” მხარდამჭერთა რიცხვი 88 177-მდე გაიზარდა და შესაბამისად, 5%-იანი შედეგიც ამდროინდელი მონაცემებით ძალაში რჩება.