საზოგადოება

ჩინეთში ქართული ღვინის სახლის გაიხსნა

საპარტნიორო ფონდის დელეგაცია ჩინეთში ქართული ღვინის სახლის გახსნას დაესწრო.

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში სამუშაო ვიზიტით მყოფმა საპარტნიორო ფონდის დელეგაციამ პროვინცია ჭეძიანის ქალაქ ჭუძიში რიგით მეორე, „სიო ლუნის“ ქართული ღვინის სახლის გახსნის ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა. ქართული ღვინის სახლის ოფიციალურ პრეზენტაციას რეგიონის ადგილობრივი მთავრობის, ბიზნეს წრეებისა და მასმედიის წარმომადგენლები დაესწრნენ . ჩინეთში შექმნილი „საქართველოს ღვინის კულტურის ცენტრი“ მომდევნო სამი წლის განმავლობაში ჩინეთის სხვადასხვა რეგიონში ქართული ღვინის სახლების მშენებლობას გეგმავს.

ქართული ღვინის სახლის ოფიციალური გახსნის ცერემონიას ჩინეთის სახლახო რესპუბლიკაში საქართველოს ელჩი დაით აფციაური, საპარტნიორო ფონდის დელეგაციიდან კი ფონდის აღმასრულებელი დირექტორი დავით საგანელიძე და საინვესტიციო დეპარტამენტის ხელმძღვანელი გიორგი ჩერქეზიშვილი ესწრებოდნენ.

გახსნის ცერემონიაზე შეკრებილ საზოგადოებას დავით საგანელიძემ სიტყვით მიმართა:

„პროექტი, რომელიც ჩინეთში ქართული ღვინის პოპულარიზაციას ისახავს მიზნად, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში დამატებით 100-მდე ქართული ღვინის სახლის გახსნას გულისხმობს, რაც ხელს შეუწყობს ქართული ღვინის ექსპორტის ზრდას ჩინეთში და კიდევ უფრო შეუწყობს ხელს ქართული მეღვინეობის განვითარებას. მე მინდა მივულოცო ქართული ღვინის სახლის გაქხსნა არამარტო ქართველ მეღვინეებსა და საქართველოს მოსახლეობას, არამედ თითოეულ ჩინელს, რომელსაც საშუალება ეძლევა ქართული ღვინო დააგემოვნონ, შიეძინონ და ამავე დროს გეცნონ საქართველოს ისტორიას, კულტურასა და ქართული მეღვინეობის ტრადიციებს. ქართული ღვინის სახლი, სადაც ქართული გარემო, ხასიათი, განწყობა და ინფორმაციაა ჩინეთის მოსახლოებას საშუალებას აძლევს საქართველო ახლიდან აღმოაჩინონ.“

-განაცხადა დავით საგანელიძემ.

საპარტნიორო ფონდის დელეგაცია ასევე, ქალაქ იუ-ში გასულ წელს გახსნილი ქართული ღვინის სახლი დაათვალიერა. საქართველოს საპარტნიორო ფონდი აქტიურად მუშაობს ქართული ღვინის პოპულარიზაციისთვის ჩინეთის ბაზარზე, რაც გამოიხატა საქართველოდან ჩინეთში აღნიშნული პროდუქციის ექსპორტის მკვეთრ ზრდაში. ქართული ღვინის რეალიზაცია სწრაფი ტემპებით ხორციელდება ჩინეთის სხვადასხვა რეგიონში, ჩინელი პარტნიორების შეფასებით დადგება საკითხი, რომ მიმდინარე წელს ჩინეთში კიდევ რამდენიმე ახალი ქართული ღვინის ცენტრი გაიხსნას.