14/05/2024
Latest:
საზოგადოება

ზურაბ კუკულაძე: ონლაინსესხების საპროცენტო განაკვეთი 1000 პროცენტს უახლოვდება

ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის ანალიტიკოსი ზურაბ კუკლაძე აცხადებს, რომ ონლაინსესხების საპროცენტო განაკვეთი 1000 პროცენტს უახლოვდება და მომხმარებელებმა არ იციან, რამდენ პროცენტიან სესხს იღებენ.

“საპროცენტო განაკვეთები 1000 %-ს უახლოვდება და მომხარებლებმა არ იციან, რამდენ პროცენტიან სესხს იღებენ. 21 წლის პიროვნებაზე, რომელსაც გადახდისუნარიანობა არ გააჩნია და არც კრედიტინფოშია გაშავებული, სესხი რატომ უნდა გაიცემოდეს?! აუცილებელია, გადახდისუნარიანობის შესწავლა უფრო მკაცრად მოხდეს. გარდა ამისა, პრობლემური აქტივების მართვის კომპანიაში გადასვლის შემდეგ, სესხს გაუგებარი წარმომავლობის საკომისიოები ერიცხება.  ყველაზე კაბალური ამოღების პროცესია. არის პირადი ინფორმაციის მესამე პირზე გადაცემის მასობრივი შემთხვევები, რაც დანაშაულია. ამომღები კომპანიები მსესხებლის სამსახურში რეკავენ და ხელმძღვანელს ეუბნებიან, რომ მათი თანამშრომელი სესხს არ იხდის. ამით ადამიანის რეპუტაცია ილახება. ეს ისეთივე დანაშაულია, როგორიც – ფარული ჩანაწერების გავრცელება“,-აღნიშნა ზურაბ კუკულაძემ გადაცემა 2030-ში.

მისივე თქმით, მთავარი მოთხვნაა მარკეტინგული კამპანიების დროს, ორგანიზაციებმა აუცილებლად ახსენონ არა საკომისიო, არამედ საპროცენტო განაკვეთი, წლიური საპროცენტო განაკვეთი და არა თვიური.

„სესხის გაცემის დროს მომხმარებლის გადახდისუნარიანობის შესწავლა მოხდეს, პრობლემური კრედიტების ამოღების დროს კი – კანონის დაცვა“,-აღნიშნა კუკლაძემ.

კამპანიის  „არა ონლაინ სესხებს“  ხელმძღვანელი ბექა მჭედლიშვილი კი აცხადებს, რომ პრობლემური სესხების დროს სესხის ამომღები კომპანიები შანტაჟს იწყებენ.

„ფულს არავინ გაჩუქებს და სესხს რომ იღებ, უნდა დააბრუნო, ეს ყველამ იცის, მაგრამ ადამიანები, რომლებმაც გადახდისუნარიანობა დაკარგეს, სესხის გადანაწილებას ითხოვენ. ერთეული კომპანიები ამ პირობებზე მოდიან, მაგრამ უმრავლესობა არ თანხმდება და სესხის მაღალ ჯარიმებზე ასვლას ელოდებიან. ამის შემდეგ, ამომღები კომპანიები შანტაჟს იწყებენ. ეკონომიკის მინისტრმა განაცხადა, რომ ეროვნული ბანკი ამ სფეროს რეგულაციებში მოქცევას იწყებს, რაც ძალიან სასიხარულოა“,-აღნიშნა ბექა მჭედელიშვილმა.