03/05/2024
Latest:
მსოფლიო

იაპონიაში წარმოების მაჩვენებელი ეცემა

იაპონიის სუსტი მაკროეკონომიკური მაჩვენბლების ფონზე იენა ყველა ძირითად ვალუტასთან მიმართებაში გაუფასურდა. ოფიციალური ინფორმაციით იაპონიაში 6,2%-ით დაეცა წამროების რიცხვი, რაც ანალიტიკოსების მიერ წინასწარ პროგნოზირებულ ნიშნულს აღემატება. ამასთან იენას დასუსტებისთვის გადამწყვეტი აღმოჩნდა იაპონიის პრემიერ მინისტრ შინზო აბეს განცხადება. აბენომიკის ავტორის გადაწყვეტილებით გადასახადების გაძვირების ტენდენცია კვლავ გაგრძელდება. ანალიტიკოსები ფიქრობდნენ, რომ შინზო აბე აპრილიდან გადასახადებს შეამცირებდა, რაც ეკონომიკის გამოჯანსაღებისთვის მნიშვნელოვნად წინგადადგმული ნაბიჯი იქნებოდა.

რაც შეეხება აშშ-ს, სხვადასხვა შტატის ფედერალური ბანკების პრეზიდენტების მხრიდან საპროცენტო განაკვეთების აწევასთან დაკავშირებით გაკეთებული ოპტიმისტური განცხადებების საწინააღმდეგოდ, გუშინ ნიუ იორკის ეკონომიკურ კლუბში ჟანეტ იელენის განწყობა არც თუ ისე ოპტიმისტური იყო. ფედერალური სარეზერვო სისტემის პირველ პირს გლობალური ფინანსური და ეკონომიკური არასტაბილურობა აწუხებს. იელენის თქმით, მარტის თვის საწარმოო შეკვეთები და შრომის ბაზრის მდგომარეობა აპრილის თვეში ამერიკის ფედერალური სარეზერვო სისტემის მიერ საპროცენტო განაკვეთების აწევისთვის გადამწყვეტი იქნება.

ფორექსის ბაზრის მოკლე მიმოხილვა:

დღეს  დოლართან მიმართებაში ძირითადი ვალუტები შემდეგნაირადგამოიყურებიან:

  • ევრო გამყარდა დოლართან მიმართებაში და ბოლო მონაცემებით ვაჭრობა 1,1314 მიმდინარეობს.
  • გამყარდა ფუნტი სტერლინგი  დოლართან მიმართებაში  და ვაჭრობა 1,4438 ნიშნულთან მიმდინარეობს.
  • დოლარი შემცირდა იაპონურ იენასთან და ვაჭრობა 112.28 ნიშნულთან მიმდინარეობს

ძვირფას ლითონებზე დღეს შემდეგი სურათია:

  • ოქროზე ფასმა მოიმატა 0,34 %-ით და ვაჭრობა 1241.70 ნიშნულთან მიმდინარეობს.
  • მოიმატა ვერცხლის ფასმა 1,06 %-ით და ბოლო მონაცემებით ვაჭრობა 15.40 ნიშნულთან მიმდინარეობს.

ნედლი ნავთობის ფასმა მოიმატა 1.67%-ით და ბარელზე შეადგინა 38.92 დოლარი.

Admiral Market Georgia-ს ანალიტიკური ჯგუფი